ის ინფორმაცია, რომ ქალების უმეტესობა მიუხედავად იმისა, რომ გარეთ "ემანსიპირებული" ოცდამეერთე საუკუნეა, გულის სიღრმეში მაინც იმ ერთადერთის მოლოდინშია. ოღონდ ამჯერად პრინცის სტანდარტები ცოტა შეიცვალა და დღევანდელი პრინცები არა თეთრ ცხენზე, არამედ აქლემზე ამხედრებულებულები მოიაზრებიან თუ გავითვალისწინებთ დუბაის პრინცის პოპულარობას სრულიად მსოფლიოს ქალთა საზოგადოებაში. მაგრამ მაინც, რა ტიპის პრინცს ეძებს ქალი პოტენციურ პარტნიორში და როგორ ამოვიცნოთ რა მეთოდებით მოვაწონოთ თავი ამა თუ იმ ქალბატონს მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე... დიახ, დიახ სტატია ექსკლუზიურად "პოტენციური პრინცებისთვის" ანუ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.
მაშ ასე, როგორ პრინცს ეძებს ვერძი - ამ ქალის დამოუკიდებლობა და თავდაჯერებული იმიჯი ნუ დაგაფრთხობთ. შინაგანად იგი ბავშვია და სიყვარულში გამოუსწორებელი იდეალისტი. მისთვის პრინცი თავდაჯერებულ, ძლიერ და ცოტათი ტლანქ მამაკაცთან ასოცირდება. ისეთთან, რომელიც მას საშუალებას არ მისცემს სიტუაცია აკონტროლოს.
კურო სტაბილურ, გაწონაწორებულ პრინცს ეძებს. ახოვანს, სხეულის მასიური ფორმებით (კურო ქალებს ნაკლებად მოსწონთ გამხდარი და ზედმეტად ინტელიგენტური გამომეტყველების მამრები). მოკლედ ის ეძებს პრინცს შვიდი სამეფოს მფლობელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მის ცხოვრებაში პრინცად ვერ განიხილებით.
ტყუპისთვის
პრინცი პიტერ პენივით მხიარული, არაპროგნოზირებადი და მრავალმხრივი უნდა იყოს. ამ ქალის გასაოცებლად მამაკაცს უნდა შეეძლოს იყოს ერთდროულად ჩამოყალიბებული, პროფესიულად შემდგარი პიროვნება და ცელქი ბავშვი, რომელიც საყვარელ ქალთან ერთად სიგიჟეების კეთებაზე არასოდეს ამბობს უარს.
კირჩხიბი ეძებს პრინცს ამ სიტყვის სრული, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. ანუ მამაკაცს კარგი გენეტიკით, საამაყო და დიდი ოჯახით, შესაძლებლობებით, რომ ამ დიდ ოჯახს მომავალში კიდევ უფრო დიდი ოჯახის მოვლა-პატრონობის მოვალეობა დაუმატოს და რაც მთავარია, მზრუნველს, თბილს და მოსიყვარულეს.
ლომი ქალი
პრინცს იშვიათად ან საერთოდაც არ ეძებს ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ თავად დედოფალი გახლავთ, ჰოდა დედოფალს რაში სჭირდება "ცხვირმოუხოცავი" პრინცები? მას მამაკაცი სჭირდება, რომელსაც შეუძლია ლომ ქალს იქით ეთაყვანოს - მოკლედ, პრინცი არა, მაგრამ იმპერატორი ამ ქალს ნამდვილად გამოადგება. ანუ კაცი, ვისაც უნარი აქვს მთელი მსოფლიო ფეხქვეშ გაუგოს თავის საყვარელ ქალბატონს. პრინცები კი დაე, დანარჩენმა ზოდიაქოს ნიშნებმა დაინაწილონ.
ქალწული პრაგმატულად მოაზროვნე და რეალისტია. ამიტომ კარგად იცის პრინცები ბუნებაში რომ არ არსებობენ და იმაშიც არ ეპარება ეჭვი, რომ მათი პერსონაჟი ზღაპრებშიც ჩერჩეტი ქალების გამონაგონია. სამაგიეროდ, ქალწულს სჯერა, რომ ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური კაცის გაპრინცებას შეძლებს, თუკი ამაზე გულმოდგინედ იმუშავებს. ხომ გაგიგონიათ, ყველა წარმატებული მამაკაცის უკან, ჭკვიანი ქალი იმალება.
სასწორს პრინცებისა და სასწაულების მთელი სიცოცხლის მანძილზე სჯერა და ზუსტად იგი იმსახურებს ცხოვრების გზაზე, მსგავსი ტიპის სასიყვარულო ისტორიას, როგორიც კონკიასა და ფიფქიას ზღაპრებშია. სასწორს გალანტური, ახოვანი, ლამაზი და დახვეწილი პრინცები მოსწონს. კარგი მანერებით და იდეალური გემოვნებით.
ზღაპარი „ურჩხული და მზეთუნახავი“ დიდი ალბათობით, მორიელ ქალზე დაკვირვებით შეიქმნა. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, მამაკაცებში ზუსტად რომ "ცხოველური მხარე" აინტრიგებთ და აინტერესებთ. შესაბამისად, მორიელი ეძებს პრინცს ვამპირის ან ურჩხულის ელემენტებით.
მშვილდოსანი გამოუსწორებელი მეზღაპრე, სენსტიმენტალური და სასწაულების მორწმუნეა. სოლიდურ ასაკშიც კი არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე მასთან აუცილებლად მიაგელვებს ცხენს ელეგანტური პრინცი. უფრო სწორად, ცხენს კი არა ხალიჩას, იმიტომ რომ ქალი მშვილდოსნის იდეალი ალადინის ტიპის პრინცია, მხიარული, ბავშვური და თავგადასავლების მოყვარული. პრინციპში სტატიის დასაწყისში რომ პრინცი ვახსენე, ჯერაც ვაკანტურია მის გვერდით ცხოვრების მეგზურის ადგილი. ჰოდა, დაირაზმეთ მშვილდოსნებო!
თხის რქა
პრინცის ძიებაში ძალზე პრეტენზიული და დაკვირვებულია. იმას ვერ ვიტყვით, რომ ამ ქალს ზოგადად, ზღაპრების სჯერა, მაგრამ ამბავი „კონკიას“ შესახებ, რომელიც ერთ დღესაც ღარიბი გოგონადან, მდიდარ და დაფასებულ დედოფლად იქცა დიახაც, რომ თხის რქის თავმოყვარეობას სასიამოვნოდ უღიტინებს. ამიტომ იგი აუცილებლად ეცდება იპოვნოს ცხოვრებაში პრინცი კარგი ჩამომავლობით, ჰარვარდის დიპლომით ან ბაბუით მაინც, რომელიც საქართველოში ცნობილი ქირურგი იყო.
მერწყული პრინცების თემას ეჭვით უყურებს, თანაც მისთვის როგორც ექსტრაორდინალური ქალისთვის, რომელიც საყოველთაო გენდერულ თანასწორობას ქადაგებს პრინცის ცოლობა და იერარქიული გადანაწილება ურთიერთობაში უბრალოდ აღმაშფოთებელია. თუმცა, მასაც აქვს თავისი ფარული „ოცნება“ და იგი ალბათ ცნობილი იტი უცხოპლანეტელის შესახებ გადაღებული ფილმის სიუჟეტს მოგვაგონებს.
დაბოლოს, თევზები. თუ ვინმეს ჭეშმარიტად ეკუთვნის ჭეშმარიტი ფიფქიას როლი ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, ეს თევზი ქალი გახლავთ. იგი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს "საზიზღარი ჯუჯების" ანუ არასწორად შერჩეული პარტნიორების გარემოცვაში, იმ იმედით, რომ ოდესმე მაინც მოვა პრინცი და უზრუნველყოფს მის გაღვიძებას.