აღიზიანებს, არიან მამრები ვისაც პირიქით თამამი ქალი მოსწონს და იზიდავს. მოდით გავიგოთ რა თვისებებს ვერ იტანენ ქალში მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძები - თამამ, ზედმეტად ინიციატივიან და აქტიურ ქალებს ვერ იტანენ.
კუროებს - არასტაბილური, თავქარიანი და ექსტრავაგანტური აზროვნების მქონე მანდილოსნები აფრთხობთ.
ტყუპს - სიტყვაძუნწ, სერიოზულ და ტრადიციების მოყვარულ ქალებზე აქვს ”ალერგია”.
კირჩხიბს - დამოუკიდებელი, ზედმეტად ხელგაშლილი და კომუნიკაბელური ქალები აღიზიანებს.
ლომს - მეწვრილმანე, ანგარებიანი და ცბიერი ქალების მიმართ აქვს ანტიპათია.
ქალწული - ქაოსური, არაჰიგიენური და მფლანგველი ქალისგან გაიქცევა თავქუდმოგლეჯილი.
სასწორს - უხეში, ვულგარული და უტაქტო ქალების ეშინია.
მორიელების დიდი ნაწილი - ორმაგი თამაშის მოყვარულ, სულმოკლე და ცვალებადი ხასიათის ქალებს უცხადებს ყოველთვის ომს.
მშვილდოსანი სათოფეზე არ ეკარება - ”მოწოდებით დიასახლის”, სერიოზული ურთიერთობების მოყვარულ და პრეტენზიულ ქალებს.
თხის რქას - თამამი, უსტატუსო და პროფესიულად არშემდგარი ქალების მიმართ უცრუვდება მალე გული.
მერწყულს - ტრადიციული, მესაკუთრე და სერიოზული ქალები აშინებს.
თევზებს - ენამწარე, ზედაპირულ და ზედმეტად პირდაპირ ქალებთან უჭირს საერთო ენის გამონახვა.