თხის რქა
თხის რქები საერთოდ არ შორდებიან პარტნიორს. უბრალოდ, თითქმის ყველა თხის რქა ისეთი ყურადღებით ირჩევს პარტნიორს, რომ გაყრის საჭიროება არ არსებობს. თხის რქების მცირე პროცენტი კი, რომლებიც საკუთარ არჩევანში შეცდნენ, ბოლო წუთამდე თავს იკატუნებენ თითქოს ყველაფერი კარგად არის.
მერწყული
მერწყულს აუცილებლად სჭირდება ისაუბროს პრობლემებზე, თუ რა შეეშალა მის მეორე ნახევარს. თუმცა ამას 18-საათიანი ლექციის შედეგად აღწევს და ეს პარტნიორისთვის საკმაოდ მცირეა. მერე იმავე ლექციას მოისმენენ თანმიმდევრობით დილის ყავის დროს დაქალები, მეზობლები და შემთხვევითი მგზავრები მარშრუტკაში.
თევზები
თევზები სერიოზული დრამით სცილდებიან პარტნიორს, რასაც თან ახლავს ცრემლები და ისტერიკა. რაც საინტერესოა, თევზი ამას იმ შემთხვევაშიც კი აკეთებს, როდესაც წასვლის გადაწყვეტილებას თავად იღებს. თუმცა, როგორც კი ქონების გაყოფის საკითხი დადგება, ის ნამდვილ ზვიგენად იქცევა, დააფჩენს დიდ ხახას და საკმაოდ სოლიდურ ნაჭერს მიისაკუთრებს. მათი აზრით, ფინანსურ საქმეებში მელოდრამებს არა აქვს ადგილი.
კურო
კუროები ძნელად თანხმდებიან განქორწინებას: ჯერ ერთი, ძალიან მომთმენები არიან და შეუძლიათ წლობით გაუძლონ პარტნიორის უღირს საქციელს, მეორეც, ისინი პრაქტიკული და ხელმოჭერილი ქალბატონები არიან: რატომ უნდა გაუყონ ყველაფერი? მესამეც, ისინი ქმარსაც გარკვეულწილად ქონებად თვლიან: რამდენი ძალა დახარჯა და ახლა ამის დაკარგვა მარტივია?
ტყუპი
ტყუპმა აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამის შესახებ. ილაპარაკებენ მთელი დღეები და ღამეები. რთულია გეყოს ენერგია, რომ მის მონოლოგს ბოლომდე უსმინო. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მას დაქვრივება უნდა. ადრე თუ გვიან, ტყუპს მსხვერპლი თავად სთხოვს, რომ თავი დაანებოს და წავა სახლიდან.
ლომი
ლომები დემონსტრაციულად შორდებიან. თუ ვერ მოახერხებენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების ქრონიკაში მოხვედრას, სოცქსელებში გამოქვეყნება ნამდვილად არ დაავიწყდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ის პირველი მიდის. ყოფილს ქონებას არ გაუყოფს, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს და ყოველთვის ამოუდგება მხარში ცხოვრების რთულ მომენტში.
ქალწული
ქალწული შორდება კეთილშობილურად: არ აწყობს სკანდალებს და მით უმეტეს სასამართლოში არ შეაქვს სარჩელი. ის ყოველთვის ცდილობს, რომ მშვიდობიანად მოილაპარაკოს. გაითვლისწინეთ, რომ აუცილებლად ოფიციალურად განქორწინდება.
სასწორი
სასწორები ლამაზად შორდებიან: აწყობენ გენერალურ დალაგებას, ამზადებენ ქმრის ყველა საყვარელ კერძს, წერენ ლამაზ წერილს, შემდეგ დაასხამენ საყვარელ სუნამოს და წითელ ვარდთან ერთად ტოვებენ საწოლზე. შემდეგ კი ქრებიან. მის უკან დაბრუნებაზე არც უნდა იფიქრო. მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით, მას დაბლა ახალი პარტნიორი ელოდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები თბილად და მეგობრულად შორდებიან. იმის მიუხედავად, რას ფიქრობს ამის შესახებ ქმარი. ქმარი შეიძლება ფეხებშიც კი ჩაუვარდეს, იტიროს და ევედროს მისცეს მას ბოლო შანსი, მაგრამ ის სასტიკი იქნება. მშვილდოსანი ქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა, ქმარს შეუძლია ნებისმიერ დროს დაურეკოს მას დახმარებისთვის.