ჩვენს ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი?
წესი პირველი და უმთავრესი - გაიცანით და შეიყვარეთ მისი დედა!
მამაკაცი კირჩხიბი ერთი შეხედვით პასიური და მორცხვი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ამან არ მოგატყუოთ, კირჩხიბი საცეცებით აღჭურვილი ვინმეა. შესაბამისად, სასურველ ობიექტს იგი დიდხანს და მშვიდად აკვირდება შორიდან. თუმცა, თუკი იგრძნო, რომ ინტერესის ობიექტს კარგავს, მაშინვე იწყებს აქტიურ ქმედებას. კირჩხიბი მზრუნველი და თბილი მამაკაცია, თუ მის გულამდე მიაღწიეთ, შეიძლება ზედმეტი სიყვარულით დაგახრჩოთ კიდეც იმდენად მოგეწებებათ. კირჩხიბებს ძალიან იზიდავთ ასაკოვანი ან გაცილებით უფრო გამოცდილი ქალები. იგი ყველა ქალს ადარებს დედას, ამიტომ სასურველია, გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ თქვენი ინტერესის ობიექტი კირჩხიბის მშობლებს. მერწმუნეთ, ასე მის გულში გაცილებით უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ.
სექსში კირჩხიბები პარტნიორის სიამოვნებაზე არიან ორიენტირებული. ეს არის იმპროვიზაციის მოყვარული, ცოტათი მაზოხისტური სიამოვნებისკენ მიდრეკილი ნიშანი. კირჩხიბს მოსწონს ხოლმე პასიური როლიც და პარტნიორის მორჩილებაც. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მათი სექსუალური ლიბიდო დამოკიდებულია მთვარის ფაზების ცვალებადობაზე. შესაბამისად, გაგებით მოეკიდეთ ხოლმე თქვენი პარტნიორი კირჩხიბის დროებით უხასიათობასა და უარს სექსზე.