ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
"ვაბამთ" სასწორს
სასწორის ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომ მამაკაცები, რომელთაც ზოდიაქოს ამ ნიშნით არგუნა ბედმა დაბადება, ბუნებით სილამაზის, ფლირტის და ესთეტიზმის მოყვარულები არიან.
წესი პირველი და უმთავრესი - ღიმილი, ღიმილი, ბევრი ღიმილი!
სასწორი ბუნებით უკონფლიქტო ნიშანია. მას არ ახასიათებს ემოციების მძაფრად გამოვლენა. იგი ეძებს პარტნიორს, რომელიც მისცემს კომფორტს, ნაკლებად დაძაბავს და აავსებს პრეტენზიებით. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები ვიზუალურად ყოველთვის მომხიბვლელები არიან. რაც ხელს უწყობს და უბიძგებს მათ იმისკენ, რომ მუდმივად ჰქონდეთ მსუბუქი ფლირტი. თუმცა, თუკი ეჭვიანობის დრამატულ სცენებს არ გაუმართავთ და მუდამ ღიმილიანი იქნებით, სერიოზულ ღალატზე თქვენი სასწორი არასოდეს წავა. საიმისოდ, რომ ეს კაცი ხანგრძლივი დროით მოგეჯაჭვოთ, აუცილებელია იყოთ გაწონასწორებული, ზომიერად პრინციპული, მშვიდი, დიპლომატიური და მომხიბვლელი. ყოველთვის უნდა უვლიდეთ თავს და ნაკლებად იყოთ მიდრეკილი უხეშობისკენ. უნდა შეგეძლოთ მისთვის საჭირო დროს რჩევების მიცემა და არასოდეს უნდა დააყენოთ იგი არჩევანის წინაშე. გახსოვდეთ, ულტიმატუმების ენაზე საუბარი სასწორთან არ გამოდგება!