ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
"ვაბამთ" თევზებს
თევზების ზოდიაქოს ნიშანს ორი პლანეტა მართავს - ნეპტუნი და იუპიტერი. რაც თავის მხრივ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ანიჭებს ხასიათის სირთულეს (ნეპტუნი ხომ ბუნდოვანებისა და ქაოსის შემქმნელი პლანეტაა) და ამასთანავე დიდსულოვნებას (იუპიტერი გაფართოებაზე, მასშტაბებზე აგებს პასუხს). თუმცა მიუხედავად ამისა მამაკაცი თევზის გაგება სულაც არ გახლავთ ადვილი.
წესი პირველი და უმთავრესი - მოემზადეთ მის "გასაზრდელად"
მამაკაცი თევზები საოცრად ემოციური, სენსიტიური და ბუტია ადამიანია. შესაძლოა იგი ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი და უკონტაქტო ჩანდეს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თევზები, როგორც წესი, ახლო კონტაქტში შესვლის შემდეგ იხსნებიან სხვა ადამიანებთან და ავლენენ საკუთარი ხასიათის თვისებებს.
თევზი მამაკაცი მეოცნებე და ფანტაზიორია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნიაა უნარი საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხას. საკმარისი ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე ბევრი თევზი მამაკაცი ახერხებს იყოს ცხოვრებაში როგორც ფინანსურად, ისე პროფესიულად სავსებით წარმატებული. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ლომის წილი ამ მამაკაცის წარმატებაში ყოველთვის მიუძღვის ქალს. ასე რომ, თუკი ბუნებით "მეორე დედის" ფუნქციების შემსრულებელი პიროვნება ხართ და თქვენი საყვარელი თევზებისთვის პირადი ფსიქოლოგის როლსაც წარმატებით შეითავსებთ, საყვარელი ქალის კანდიდატურასთან ერთად, შესაძლოა ამ მამაკაცმა ცხოვრებაში მართლაც რომ დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს.
თევზები იდეალისტი, მეოცნებე ნიშანია. თუმცა იგი ყოველთვის ძალიან ნიჭიერია და გააჩნია მრავალმხრივი ტალანტი. ამასთან ერთად, იუპიტერის გავლენით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ კაცებს სხვებზე ხშირად უმართლებთ ხოლმე. შესაბამისად, თუკი თქვენი თევზიც ერთ-ერთი ასეთი ქუდბედიანია, ხელი მაგრად ჩასჭიდეთ - არსად გაგისხლტეთ.