ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
"ვაბამთ" თხის რქას
თხის რქის ზოდიაქოს პლანეტა სატურნი მართავს, რომელსაც ასტროლოგები ერთ-ერთ "პირქუშ" პლანეტად მოიაზრებენ გალაქტიკაში. ამიტომ მამაკაცი თხის რქის მოხიბვლა ქალისთვის ერთობ რთული და შრომატევადი საქმე იქნება.
წესი პირველი და უმთავრესი - შეინარჩუნეთ ღირსება!
თხის რქა ადამიანებში ყველაზე მეტად ორ რამეს აფასებს - ერთგულებას და ღირსებას. შესაბამისად, თუკი ამ მამაკაცის გულის მონადირება სერიოზულად გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეთ ზემოჩამოთვლილი ორი თვისებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თხის რქასთან რომანზე დროს ამაოდ დაკარგავთ. რაც შეეხება მისი მოხიბვლის გზებს, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში მან თქვენში არამხოლოდ ქალი, არამედ საიმედო მეგობარი და პიროვნულად შემდგარი ადამიანი უნდა აღმოაჩინოს. თუკი პროფესიულად აქტიური ხართ, ერუდიციის მაღალი დონით გამოირჩევით, გყავთ გავლენიანი სანაცნობო და ზოგადად იცით რა გინდათ ცხოვრებაში, თხის რქასთან ეს ყველაფერი თამამად გამოავლინეთ - სხვა კაცებს თუ ჭკვიანი და ძლიერი ქალების ეშინიათ, თხის რქა ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. იგი აღფრთოვანებული დარჩება თქვენი სიძლიერით და მომავალში თავადაც იამაყებს მიღწევებით, რომელიც პროფესიულ თუ სამსხურეობრივ სარბიელზე გექნებათ. დაიმახსოვრეთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს სითბოსა და ემოციების გამოხატვა საჯაროდ და ღიად ძალიან უჭირთ. ამიტომ თქვენი ინტერესის ობიექტ თხის რქას ნუ მოსთხოვთ სახალხოდ სიყვარულში გამოტყდომას და საკუთარი ემოციების დაფიქსირებას. მასთან ურთიერთობა ეტაპობრივად, ნელა, მაგრამ სერიოზულად განვითარდება, თუკი თქვენ გაწონასწორებული, მშვიდი და მიზანდასახული ქალი ხართ. საბოლოოდ კი მიიღებთ ადამიანს, რომლის სახითაც ცხოვრების საიმედო მეგზურს და საინტერესო მეორე ნახევარს შეიძენთ.