ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული
"ვაბამთ" კუროს
წესი პირველი და უმთავრესი - მას გვერდით ერთგული, გაწონასწორებული და მზრუნველი გოგო სჭირდება.
მამაკაცი კურო ერთი შეხედვით, "ბოჩოლასავით" დამყოლი და მშვიდი ჩანს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება ასე. გახსოვდეთ, რომ იგი ძალიან ემოციური კაცია, გაურბის კონფლიქტს, თუმცა, თუკი მიგეჩვიათ და ჩათვალა, რომ თქვენზე პრეტენზიის უფლება აქვს, მისი მრისხანება გაგაოცებთ, თუკი მას რაიმე არ მოეწონა ან ეჭვიანობის საბაბი მიეცით. კუროს მოსწონს ცოტათი კეკლუცი, თუმცა მზრუნველი, მოსიყვარულე და სტაბილური გოგონები. კარგი მადითა და სხეულის სავსე ფორმებით. მასთან ერთად დაუსრულებელი დიეტები სამუდამოდ დაივიწყეთ, თუ არ გინდათ, რომ თქვენი თაყვანისმცემელი კურო მრისხანებისგან "დასაბმელი" გახდეს. იგი გიჟდებს სხეულის ბუნებრივ სუნზე, შესაბამისად, ზედმეტი პარფუმის ხმარებას არ გირჩევთ, თუკი გსურთ, რომ კურო რაც შეიძლება მალე აცდუნოთ.