ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ მშვილდოსანი:
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრი, ერთობ ძნელად მოსახელთებელთა (თუმცა არა ძნელად თავის შესაყვარებელთა) კატეგორიას განეკუთვნება. დიახ, დიახ, მისთვის თავის შეყვარება მარტივია, იგი იოლად მოდის მსუბუქ ფლირტზე იმიტომ რომ, ფლირტი ზოგადად მისი სტილია. თუმცა, ამ თავქარიან კაცს შეუძლია წამის მეასედში შეიყვაროს და ასეთივე სისწრაფით გადაიყვაროს ვინმე.
წესი პირველი და უმთავრესი - არ შეუზღუდოთ თავისუფლება!
მამაკაცი მშვილდოსანი გამოუსწორებელი იდეალისტი და დამოუკიდებლობის მოყვარული ინდივიდია. ამასთან ერთად, მას წაფილოსოფოსებაც სჩვევია და ცუდი არ იქნება, თუ ხანდახან მისცემთ უფლებას დემაგოგიურად წაგიკითხოთ მორალი იმის შესახებ თუ როგორ უნდა ცხოვრობდეთ სწორად (თვითონ ხომ სულ გეგმის მიხედვით და გაწერილად ცხოვრობს). მშვილდოსანი გულუხვი, კეთილი და საშინლად პირდაპირია, ამიტომ მისი მხრიდან ერთობ შეულამაზებელი "კომპლიმენტებიც" მოთმინებით უნდა აიტანოთ. სხვა მამაკაცებივით ის არასოდეს დაგიწყებთ ფამილარობას და პირდაპირ მოგახლით, რომ ბოლო დროს ძალიან გასუქდით და დროა, სპორტდარბაზში დაიწყოთ სიარული. ამას კი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს საკეთილდღეოდ აკეთებს, განა იმიტომ, რომ გული გატკინოთ. მისი "მწკლარტე" ხუმრობის გატარებას თუ ისწავლით, საკმარის თავისუფლებას მიანიჭებთ, უპირველეს ყოვლისა მისთვის მეგობარი იქნებით და მერე საყვარელი, იგი აუცილებლად დაფიქრდება საბოლოოდ თქვენთან ურთიერთობის დასერიოზულებაზე.