თუ თქვენი პარტნიორი ვერძია
ამ ნიშნით დაბადებულებს ,,დაჭერობანას“ თამაში მოსწონთ, ასე რომ თქვენი სამუდამო სიყვარულის საიდუმლო სწორად თამაშში მდგომარეობს - იყავით ნადავლი, რომელიც ყოველთვის უნდა მოინადიროს ვერძმა. მაშინაც კი თუ დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ. შესაძლოა, ურთიერთობის ამ ფორმატმა დაგღალოთ, მაგრამ როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა: ,, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან?“
თუ თქვენი პარტნიორი კუროა...
დაანახეთ მას, რომ სიყვარულისთვის მსხვერპლზე წასვლა შეგიძლიათ. კუროსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ თუ არჩევანის წინაშე დადგებით, გადამწვეტ მომენტში, არ უმტყუნებთ მას.
თუ თქვენი პარტნიორი ტყუპებია...
არაფერი გაართულოთ ურთიერთობაში: ცუდად იხუმრა? ყურს მიღმა გაუტარეთ; შეხვედრაზე დააგვიანა? არ შეიმჩნიოთ; ბოლო წუთს გადაიფიქრა პაემანზე მოსვლა, რომლის გამოც თქვენ მთელი დღის განრიგი შეცვალეთ? არ უსაყვედუროდ. თუ მის შეცდომებს და მცდარ ნაბიჯებს მსუბუქად შეხედავთ, თქვენი სიყვარული მარადიულად გასტანს.
თუ თქვენი პარტნიორი კირჩხიბია...
სანამ კირჩხიბს უყვებით როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ - ვის შეხვდით, რაზე იმუშავეთ და რას გეგმავთ - ყველაფრი რიგზეა; თუ ოდესმე მასთან სასაუბრო თემა გამოგელევათ, სასწრაფოდ გამონახეთ! სწორედ მუდმივ კომუნიკაციაშია დაუნგრეველი ურთიერთობის საიდუმლო.
თუ თქვენი პარტნიორი ლომია...
სამსახურში წასვლამდე, როცა ლომი თვენი შუბლის საკოცნელად გადმოიწევა, ტუჩები დაახვედრეთ და ვნებიანად ეამბორეთ. მან უნდა იცოდეს, რომ შინ სექსუალური სურვილით აჟიტირებული მეუღლე ელოდება და სამსახურში მოფლირტავე კოლეგებს თავიდან ბუზებივით მოიშორებს. სანამ ლომთან კარგი სექსი გაქვთ, ვერავინ და ვერაფერი დაგაშორებთ.
თუ თქვენი პარტნიორი ქალწულია...
მას ყველაზე მეტად სახლში ჩაჯდომის ეშინია. დაარწმუნეთ, რომ არ მოუწევს ბავშვებისთვის პამპერსების ცვლა და საჭმლის კეთება. სასიამოვნოდ არ ჟღერს, მაგრამ თქვენ უნდა ითაოთ ყველაფერი, რაც შვილებს უკავშირდება, ქალწულს კი ფინანსური საკითხები მიანდეთ.
თუ თქვენი პარტნიორი სასწორია...
არავითარ შემთხვევაში არ მოაკლოთ რომანტიკა პარტნიორს, თორემ ურთიერთობა ჩამოგეშლებათ და სიყვარულიც ნანგრევებში მოკვდება. არ დაგავიწყდეთ ყვავილების შეძენა, ვალენტინობისა და ქორწინების იუბილეს აღნიშვნა, ერთად სეირნობა, ლექსების კითხვა და სასიყვარულო მიმოწერა ჩატში.
თუ თქვენი პარტნიორი მორიელია...
თუ მორიელი თავს ისე იჭერს, თითქოს ფეხებზე დაიკიდა თქვენი ურთიერთობა, პანიკას არ აჰყვეთ, ეს გამოცდაა!!! მას სურს დარწმუნდეს, თქვენ ხომ არ გაგნელებიათ სიყვარული. არ ეუხეშოთ, არ იეჭვიანოთ, ნუ გაუმართავთ ისტერიკას, დაელოდეთ და ყოველ ჯერზე, როცა გულს გატკენთ, სიყვარულით უპასუხეთ. სამაგიეროს გადახდა, არაფერს გარგებთ.
თუ თქვენი პარტნიორი მშვილდოსანია...
არასდროს შეზღუდოთ, თქვენი ქმედებით დაანახეთ, რომ სრულიად თავისუფალია. ღამის 2 საათზე მეგობრების ნახვას განიზრახავს? ღიმილით გაუშვით. შინ ორი დღე არ გამოჩნდება? ერთადერთხელ დაურეკეთ და გაიგეთ, ხომ არაფერი უჭირს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ეჩხუბოთ. მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ან გაჩუმება მაშინ, როცა ყვირილი გინდათ, რთული იქნება. თუ გაუძლებთ, მის სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებთ.
თუ თქვენი პარტნიორი თხის რქაა...
ყოველდღიურად განვითარდით, წაიწიეთ კარიერულ კიბეზე, აქტიურად იკითხეთ ლიტერატურა, გაეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუ ერთ ადგილას გაიყინებით, თხის რქა ჩათვლის რომ მისი შესაფერისი პარტნიორი აღარ ხართ. გამოიმუშავეთ საკუთარი ფული, იყავით დამოუკიდებელი და დაანახეთ, რომ ძლიერი ხართ.
თუ თქვენი პარტნიორი მერწყულია...
ძალიან სჭირდება პირადი სივრცე და დრო, რომელსაც სრულ მარტოობაში გაატარებს - უთქვენოდ! მზად იყავით მისი განდეგილობისთვის. ამ დროს არ მიეძალოთ და, როცა დაბრუნდება, ხელგაშლილი შეეგებეთ.
თუ თქვენი პარტნიორი თევზებია...
არ მისცეთ უფლება კომფორტის ზონად გაქციონ, ამ შემთხვევაში მოდუნდებიან და გაზარმაცდებიან, შესაბამისად აღარ შეასრულებენ არც ერთ თქვენს თხოვნას. სანამ ამ ნიშნით დაბადებული ტონუსშია, ურთიერთობაში ბედნიერება სუფევს.