როგორ ვმართოთ სტიქია - მამაკაცთა ოთხი ტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ ვმართოთ სტიქია  -  მამაკაცთა ოთხი ტიპი  ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ძლიერთა სქესიც, ამა თუ იმ კონკრეტული სტიქიიდან გამომდინარე, შესაბამისი ხასიათის თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საიმისოდ რომ მამაკაცის ფსიქოტიპი და მათი მოთხოვნები საპირისპირო სქესის მიმართ,  ასტროლოგიური თვალსაზრისით სწორად განვსაზღვროთ, აუცილებელია ვიცოდეთ ის თუ კონკრეტულად, რომელ სტიქიას განეკუთვნება იგი ზემოთჩამოთვლილი ოთხიდან.

სტიქია ცეცხლი

პირველ სამეულში დინამიური, ტემპერამენტიანი და მოუსვენარი ვერძები, ლომები და მშვილდოსნები შედიან. ამიტომ მათი ცეცხლოვანი ხასიათი, მოითხოვს იმას რომ ცხოვრების მეგზურად გვერდს არა უბრალო, საშუალოსტატისტიკური ქალი, არამედ არც მეტი, არც ნაკლები - დედოფალი უმშვენებდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედოფლის უპირველესი დანიშნულება და წმინდათაწმინდა მოვალეობა მეფის ცოლობაა, ვერძის ლომის და მშვილდოსნის მეუღლეს, უპირობოდ მოეთხოვება ქმრის პერსონის მხურვალე თაყვანისმცემელი, გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყოს. ამასთან ერთად, მას უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული შარმი და შეეძლოს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა საზოგადოების წინაშე, ოღონდ ისე რომ მეუღლის ავტორიტეტს ამით ჩრდილი არამც და არამც არ უნდა მიადგეს. მოკლედ, სულაც არ გახლავთ დედოფლობა ადვილი.

სტიქია მიწა

მიწის სტიქიის მამრები ანუ კუროები, ქალწულები და თხის რქები ცხოვრების მეგზურის სახით, პირველ რიგში სანიმუშო დიასახლისს და კარგ „საოჯახო მენეჯერს“ ეძებენ. ამ ტიპის მამაკაცისთვის აუცილებელია ის, რომ ქალი მშვიდი, გაწონასწორებული, მოწესრიგებული და ტაქტიანი იყოს. ამასთან ერთად, ურიგო არ იქნება თუკი ამ უკანასკნელს საკუთარი პროფესია და შემოსავლის სტაბილური წყაროც გააჩნია, ყველა ზემოთჩამოთვლილ თვისებასთან ერთად. თუმცა თუ მაინც და მაინც ასე არ მოხდა, მას ის მაინც უნდა შეეძლოს, რომ მეუღლის მიერ გამომუშავებული ფული დაუდევრად არ გაატანოს ქარს და ოჯახის ბიუჯეტი რაციონალურად გამოიყენოს

სტიქია ჰაერი

რაც შეეხებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რომელთაც ბედმა, ჰაერის სტიქიის გავლენის ქვეშ დაბადება არგუნა წილად, ანუ ტყუპებს, სასწორებს და მერწყულებს, მათთვის ცხოვრების მეგზური პირველ რიგში კარგი მეგობარი, თანამოაზრე და ინტელექტუალური თანაშემწე უნდა იყოს. ქალბატონს რომელიც ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ მამაკაცს დაუკავშირებს ცხოვრებას, მეუღლის ნებისმიერი (თუნდაც ყველაზე აფსურდული) იდეის მხარდაჭერა და მხურვალე გულშემატკივრობა მოეთხოვება. ამასთან ერთად იგი გაგებით უნდა მოეკიდოს ქმრის ცვალებად, არცთუ სტაბილურ ხასიათს და გამუდმებულ მოთხოვნას ცვლილებების მიმართ.

სტიქია წყალი

აი იმ მამაკაცებისთვის კი, რომლებიც წყლის სტიქიის გავლენას განიცდიან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ანუ საუბარია კირჩხიბებზე, მორიელებზე და თევზებზე, ცხოვრების მეგზური ქალბატონი მაქსიმალურად მზრუნველი, გამგები და თანამგრძნობი უნდა იყოს პირველ რიგში. წყლის სტიქიის მამრებისთვის, აუცილებელია ის რომ საყვარელ ქალს მათთვის მზრუნველი მეუღლის როლის გარდა, კვალიფიციური ფსიქოლოგის ფუნქციების შეთავსებაც ოსტატურად შეეძლოს პერიოდულად. რადგან ემოციები, რომელსაც ეს მამაკაცები მმართველი სტიქიის გავლენით ატარებენ გულით, არცთუ იშვიათად საჭიროებს ჭეშმარიტ ფსიქოლოგიურ მიდგომას და კონსულტაციას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?