როგორი მეუღლე და დედა იქნება ნანუკა გუდავაძე? - ბერა ივანიშვილის ცოლის ასტროლოგიური პორტრეტი

როგორი მეუღლე  და დედა იქნება ნანუკა გუდავაძე? - ბერა ივანიშვილის ცოლის ასტროლოგიური პორტრეტი

ნანუკა 9 იანვარს დაიბადა, შესაბამისად თხის რქაა. აქვე დავძენ, რომ ბერა ივანიშვილიც ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია.

თხრის ქრის , ერთი შეხედვით,  მშვიდი, გაწონასწორებული და ქალური იმიჯის უკან, ხშირად "რკინის ლედი“ იმალება. თანდაყოლილი სერიოზულობა და ჭკუა, რომელიც სატურნით მართულ ქალბატონებს ახასიათებთ, მათ უმრავლესობას მამაკაცებისთვის მიუწვდომელ იდეალად აქცევს. ამასთან ერთად, პლანეტა სატურნის "ჯილდო“ - წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ახალგაზრდული იერი მიანიჭოს მათ გარეგნობას, ხანდაზმულ ასაკშიც კი თაყვანისმცემელთა რიცხვის მატებას უწყობს ხელს თხის რქა ქალისთვის და არა კლებას. თუმცა ქალი თხის რქა, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედულია საიმისოდ, რომ საკუთარი მომხიბვლელობა მოკლევადიან და არაფრის მომცემ ურთიერთობებზე დახარჯოს. მისი იდეალი სოლიდური, ჭკუადამჯდარი და რესპექტაბელური მამაკაცია. აქედან გამომდინარე, მანამ სანამ ცხოვრების გზაზე თავის იდეალს გადაეყრება, იგი პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდით იქნება დაკავებული.

Astrologia

თუმცა, როცა თხის რქა ღირსეულ მამაკაცს იპოვის და დაოჯახდება, მისგან შესანიშნავი მეუღლე, დედა და დიასახლისი დგება. ქალი თხის რქა გასაოცარი ოსტატობით ახერხებს იმას, რომ პოტენციური მეორე ნახევრის ოჯახის წევრებს, ჯერ კიდევ ქორწინებამდე დაუახლოვდეს და მოაწონოს თავი. აქედან გამომდინარე, იგი იმ ქალების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობის გამო, ხშირად შურით უყურებენ სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლები. თანდაყოლოლი უნარი, პატივისცემით მოეკიდოს მასზე ასაკით უფროს ადამიანებს, ამ ქალს აიძულებს მეუღლის მშობლებს პატივი სცეს მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელები, მისგან ამგვარ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?