მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანი წარმოშობს ისეთ კაცებს, ვისთან სექსიც ქალს ცხოვრებაში არასოდეს დაავიწყდება. აქვე იმასაც გეტყვით, სტატიის წაკითხვის შემდგომ, თქვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ როგორც ყოველთვის ამჯერადაც საუბარი მორიელების სუპერსექსუალურობაზე ან კირჩხიბების ფრიგიდულობაზე გვექნება საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს.
ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ - ladys.com ჩაატარა მანდილოსნებს შორის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოკითხვა, რომლის შედეგებითაც გაირკვა საინტერესო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს მიიჩნევენ ქალები საწოლში მოსაწყენად, არასტაბილურად, კრეატიულად და ღვთაებრივად:
გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მოყვარულად ქალებმა ქალწულები, მშვილდოსნები, მერწყულები, ვერძები და თევზები დაასახელეს. ამასთან ერთად, ყველაზე "კრეატიულად" ამ მხრივ ვერძი იქნა მიჩნეული
ყველაზე ნაზი და ქალისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭებაზე ორიენტირებული პარტნიორების სიაში მოხვდნენ - კირჩხიბები და ტყუპი. ამასთან, კირჩხიბებს ბრალი გადამეტებულ რომანტიზმშიც დასდეს.
ყველაზე დიდი ეგოისტის ტიტული სექსში - ლომისა და თხის რქის ნიშით დაბადებულ მამაკაცებს ერგოთ. როგორც გამოკითხული ქალების უმეტესობა ამტკიცებს, ამგვარი მამაკაცები პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ და ნაკლებად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ პარტნიორსაც მიანიჭონ ანალოგიური სიამოვნება.
ყველაზე მოსაწყენ პარტნიორად ქალების დიდმა ნაწილმა ქალწულისა და სასწორის ნიშნით დაბადებული მამაკაცი დაასახელა პირადი პრაქტიკიდან. უფრო მეტიც, გამოკითხული რესპონდენტების ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცთან საწოლში აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ მოდური ჟურნალები წასაკითხად.
სექსში ყველაზე უხეში, ხისტი კაცების სიაში მოხვდნენ - ვერძები, ლომები, მორიელები, თხის რქები. ამასთან ერთად, ქალების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მორიელის მხრიდან მსგავსი ქმედება, როგორც წესი, პირიქით აძლიერებს სიამოვნებას, მაშინ როცა მხოლოდ მიღებაზე ორიენტირებული თხის რქა ხშირად აუტანელი ხდება ქალისთვის ინტიმური ურთიერთობების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების კუთხით.
მოკლევადიანი კავშირისთვის ე.წ. "ჯანსაღი სექსის" მიზნით ურთიერთობის გასაბმელად ქალებმა ტყუპი, ვერძი და მშვილდოსანი შეარჩიეს. როგორც აღმოჩნდა, მათთან ყველაზე კარგად მუშაობს "ერთი ღამის თავგადასავლის" პრინციპი.
დაბოლოს, გამარჯვებულის პალმის რტო გადაეცა მამაკაცს, რომელიც გამოკითხული ქალების უმრავლესობამ, ანუ 76% პროცენტმა საწოლში ღვთაებრივ, დაუვიწყარ და ყველაზე ტემპერამენტიან პარტნიორად აღიარა - ეს გახლავთ კურო! სულ რაღაც 6 პროცენტით ჩამორჩებიან მათ მორიელები. თუმცა კუროსთან სექსი რესპონდენტების ძირითადმა ნაწილმა საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო სექსუალურ კავშირად მიიჩნია.
გამოკითხვაში დაახლოებით 9000 ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკობრივი კატეგორია კი 22- 39 წლის მაჩვენებლით განისაზღვრა.