როგორი ტიპის მამაკაცს იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი ტიპის მამაკაცს იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

იმისა, თუ რომელი ნიშნის წარმომადგენლების ყურადღებას იქცევენ ყველაზე ხშირად ამა თუ ზოდიაქოს ქალბატონები.

ვერძი აქტიური, დინამიკური და თავისუფლებისმოყვარეა. თანაც საკმაოდ ფიცხი და ტემპერამენტიანი. ასეთი ქალები ძირითადად მორიელს, ლომს, მშვილდოსანსა და მერწყულს მოსწონს.

კურო მშვიდი, გაწონასწორებული, დაკვირვებული და სიმყუდროვის მოყვარული ქალია. ამასთან ერთად, ძალიან პრინციპული და ჯიუტი. ასეთი ქალებით ძირითადად თხის რქა, ქალწული და კირჩხიბი ინტერესდება.

ტყუპი თავქარიანი, მოუსვენარი, კომუნიკაბელური და ხასიათცვალებადია. ამასთან ერთად, უზომოდ მომხიბვლელი და ქარიზმატული. მისით უმეტეს შემთხვევაში ლომი, სასწორი, მერწყული ან ვერძი ინტერესდება.

კირჩხიბი ემოციური, ფრთხილი, ბუტია და ცვალებადია. ამასთან ერთად, ძალიან ნაზი, ქალური და შარმიანი. მისით ყველაზე ხშირად მორიელი, თევზები, მშვილდოსანი და თხის რქა ინტერესდება.

ლომი ეპატაჟური, ამბიციური, ხმაურიანი და აქტიური ქალია. ამასთან ერთად, უზომოდ ამაყი და ფიცხი. იგი ძირითადად ვერძს, მშვილდოსანს, მორიელსა და თხის რქას იზიდავს.

ქალწული წესრიგის მოყვარული, პუნქტუალური და რაციონალურად მოაზროვნე ქალია. ამასთან ერთად, მზრუნველი და მოსიყვარულე. მისკენ ძირითადად კურო, თხის რქა, კირჩხიბი და ლომი ილტვის.

სასწორი დიპლომატიური, მომხიბვლელი და ქალური ტიპაჟია. არ უყვარს კონფლიქტი და უხეშობა. მისით მშვილდოსანი, ტყუპი, მერწყული, ლომი და კურო იხიბლება

მორიელი ექსპანსიური, უზომოდ სექსუალური და მაქსიმალისტი ადამიანია. მისთვის მთავარი ემოციური კავშირი და ვნების ინტენსივობაა ურთიერთობაში. ამ ქალით ყველაზე ხშირად ვერძი, ლომი, თხის რქა, კირჩხიბი და თევზები ინტერესდება.

მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარული, მხიარული და მეგობრულია. უყვარს მოგზაურობა და ცხოველები. მისი პერსონით ყველაზე ხშირად ვერძი, ლომი, მერწყული და ტყუპი ინტერესდება.

თხის რქა წინდახედული, ემოციურად გაწონასწორებული და სერიოზული ქალია. არის უზომოდ ერთგული და მზრუნველი. ამ ქალით კურო, ქალწული, მორიელი და ლომი იხიბლება.

მერწყული ორიგინალური, არაპროგნოზირებადი და მრავალმხრივი ტიპაჟია. გამოირჩევა ექსცენტრული ხასიათით, თუმცა ძალიან მეგობრული და კეთილია. იგი ყველაზე ხშირად მშვილდოსანს, ვერძს, ტყუპს ან სასწორს იზიდავს.

თევზები

სათუთი, ემოციური, რბილი და დამთმობია. არის უზომოდ ქალური და ამასთანავე ბავშვურად მომხიბვლელი. მისით თხის რქა, კირჩხიბი, მორიელი და ლომი იხიბლება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?