როგორი ხდება მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თუ მას ცუდი ცოლი ჰყავს

როგორი ხდება მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თუ მას ცუდი ცოლი ჰყავს

სქესის წარმომადგენლებზე მკითხველებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამჯერად იმაზე მოგყვეყოლა როგორ ტრანსფორმაციას იწვევს მამაკაცში ცუდი მეორე ნახევარი და რა ნეგატიური გავლენის მოტანა შეუძლია მას მისთვის..

თუ ვერძს ცუდი ცოლი ჰყავს ის აუცილებლად შეეცდება ამ ურთიერთობის „რეანიმირებას“, იბრძოლებს, იჩხუბებს, არც დევნას და მუქარას მოერიდება. როცა მიხვდება რომ უშედეგოა ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასვამს წერტილს.

თუ კუროს

შეხვდა ცუდი მეორე ნახევარი იგი აუცილებლად გახდება პირქუში და უხასიათო. შეიძლება მადაც დაკარგოს და წონაშიც საგრძნობლად დაიკლოს. ოჯახს ძნელად დაანგრევს, ამიტომ წლების მანძილზე აიტანოს შეიძლება ოჯახური პრობლემები, რაც მასში ნერვოზს გამოიწვევს საბოლოოდ.

თუ ტყუპს ჰყავს ცუდი ცოლი, ის ალბათ საკმაოდ გვიან გააცნობიერებს ამას. თუმცა როცა მიხვდება რომ მეუღლე მასზე ცუდ გავლენას ახდენს ან უბრალოდ გამუდმებით ეჩხუბება, მეგობრულად დასცილდება მას ყოველგვარი ექსცესების გარეშე და საკმაოდ მალე მონახავს შემცვლელს

თუ კირჩხიბს ცუდი ცოლი ყავს, ის მას მანც თავდავიწყებით ეყვარება. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია როგორი მაზოხისტური გამოვლინებები ახასიათებთ კირჩხიბებს პარტნიორთან მიმართებაში. რაც უფრო ტანჯავს მით უფრო უყვარს. მთავარია ცოლმა, კირჩხიბის დედასთან არ გააჩაღოს კონფლიქტი. ამ შემთხვევაში კიბო დედის მხარეს დაიჭერს.

თუ ლომს ცუდი ცოლი ჰყავს, ყველა ღონეს იხმარს რომ საზოგადოების ყურამდე არ მივიდეს მისი ამ „შეცდომის“ შესახებ ინფორმაცია. ხალხში იგი შესაძლოა მოსიყვარულე ქმარი და პარტნიორი იყოს, მაგრამ „გვერდზე“, ფარულად აუცილებლად იყოლიებს ქალს რომელიც მას კომპენსაციას გაუწევს ოჯახური კონფლიქტებისგან დაღლილს.

თუ ქალწულს შეხვდა ცუდი მეუღლე, იგი აუცილებლად ეცდება ეს უკანასკნელი გამოასწოროს, თუ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ უბრალოდ გაშორდება მას. თუმცა გადაწყვეტილებას ვერავინ შეაცვლევინებს.

თუ სასწორს ცუდი ცოლი ჰყავს, ის ძალიან უბედური იქნება. მაგრამ განქორწინებას დიდი ხნის მანძილზე ვერ შესძლებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ სავსებით შესაძლებელია სასმელს მიეძალოს ან პერიოდულად ფლირტის საშუალება მისცეს საკუთარ თავს.

თუ მორიელს ცუდი ცოლი ჰყავს ... პრინციპში არსებობს კი მორიელზე უფრო ცუდი? ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცისთვის არ არსებობს დომინანტი ქალი, შესაბამისად მორიელი დაუმორჩილებელ მეორე ნახევარს ან მოკლავს, ან აუცილებლად გამოასწორებს.

თუ მშვილდოსანს ცუდი ცოლი ჰყავს, ის არასოდეს იქნება სახლში,მუდმივად ივლის საქმიან ან არასაქმიან „მივლინებებში“ სასიამოვნო (სუსტი სქესის ) კომპანიონებთან ერთად და ამ ყველაფერს ოფიციალური მიზეზებით გაამართლებს.

თუ თხის რქას ცუდი ცოლი ჰყავს. ეს მისთვის მთელი ცხოვრების ტრაგედია შეიძლება იყოს, თუმცა განქორწინების გადაწყვეტილებას იგი ძნელად მიიღებს, მით უმეტეს თუ ოჯახში საერთო შვილები იზრდებიან. თხის რქა ბოლომდე ღირსეულად ატარებს ამ „ტვირთს“.

თუ მერწყულს ცუდი ცოლი ჰყავს, ის შეეცდება სიყვარული მეგობრულ კალაპოტში გადაიყვანოს და გაარკვიოს მაინც რამ გამოიწვია მისი ყოფილი მეუღლის გაანჩხლება. მისთვის საინტერესო დაკვირვების საგანი იქნება საკუთარი ოჯახური დრამა.

თუ თევზებს შეხვდა ცუდი ცოლი, ის აუცილებლად იპოვნის შვებას სასმელში ან სხვა ქალების კომპანიაში. თუმცა მისი ოცნება იქნება საყვარელმა და ცოლმა კარგად იმეგობრონ, ერთად მოუარონ ბავშვებს და კვირაობით პიკნიკზეც წავიდენენ მთელი შემადგენლობით.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?