როგორია მამაკაცისთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

როგორია მამაკაცისთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

ცნობილი ფაქტია, მამაკაცები ბუნებით მონადირეები არიან. თუმცა, ნებისმიერ მათგანს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ჰყავს გონებაში იმ ერთადერთი, იდეალური ქალის მოდელი, რომელსაც სიამოვნებით დაუკავშირებდა ცხოვრებას. დღეს უნდა ვისაუბროთ ზუსტად იმ ერთადერთ და განუმეორებელ ქალზე, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მამაკაცისთვის იდეალური, იდეალურთან მიახლოებული, კომფორტული და საოცნებოა.

ვერძი აქტიურ, გამჭრიახ, დიპლომატიურ ქალზე გახდება დამოკიდებული. მისი რჩეული ზომიერად ლამაზი, თუმცა ძალიან ჭკვიანი და მხიარული უნდა იყოს.

კუროს იდეალი გახდება ქალი, რომელმაც იცის ეკონომია და ფულის ყადრი. მას აუცილებლად უნდა ეხერხებოდეს სულ მცირე ერთი საფირმო კერძის მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში კუროს გულს ვერ მოინადირებთ.

ტყუპისთვის აუცილებელია მეწყვილე, რომელთანაც იგი ვერ შეძლებს მოწყენას. არ არის აუცილებელი ქალი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს. უმჯობესია, მას ერთი ორი წიგნი ჰქონდეს წაკითხული და საკუთარი აზრი გააჩნდეს ცხოვრებისეულ მოვლენებზე.

კირჩხიბისთვის იდეალური ქალი აუცილებლად უნდა ჰგავდეს მის დედას. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ასაკით უფროსი პარტნიორიც მოეწონება. ქალი უნდა იყოს მზრუნველი, თბილი, ტაქტიანი და მოსიყვარულე.

ლომს აქტიური, გულკეთილი, უშუალო და ბავშვური სულის მანდილოსანი დაატყვევებს. ასეთი ქალი უნდა იყოს ხელგაშლილი, არამეწვრილმანე და ძალიან მოსიყვარულე საკუთარი მეუღლის მიმართ.

ქალწულს გაწონასწორებული, ჭკვიანი, ერუდირებული და მოწესრიგებული ქალი მოეწონება. მისი მეწყვილე არასოდეს უნდა ქმნიდეს ქაოსს არც სახლში, არც ქალწულის ცხოვრებაში.

სასწორისთვის იდეალური მეწყვილე უნდა იყოს გარეგნულად ეფექტური, დახვეწილი ჩაცმა-დახურვის მოყვარული, სულით პოეტური და ესთეტი. აუცილებელია ქალმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ სიტუაციებში, როცა მეუღლე სასწორი ყოყმანს იწყებს - მაგ. ქორწინებისას.

მორიელი აღფრთოვანდება ქალით, რომელიც სულით მებრძოლი, დაუმორჩილებელი, ცოტათი აგრესიული, მაგრამ შინაგანად ემოციური და თბილია. ამ კაცისთვის თავბრუს დახვევა მგრძნობიარე, ჭკვიან და წინდახედულ პარტნიორს შეუძლია. რომელსაც ჭკუა ეყოფა და ყველაფერში არ დაემორჩილება მას.

მშვილდოსანი აღტაცებაში მოჰყავს მხიარულ, აქტიურ, კომუნიკაბელურ და სპონტანურობის მოყვარულ გოგონებს. იგი სიამოვნებით გააბამს ნაცნობობას ქალთან, რომელიც მის გიჟურ ცხოვრებს რიტმსა და მოგზაურობის სიყვარულს გაიზიარებს. ეს ნაცნობობა კი შესაძლოა სულ რამდენიმე დღეში ქორწინებით დაგვირგვინდეს.

თხის რქა ბედნიერი იქნება თუ ცხოვრების გზაზე შეხვდა ქალს, რომელიც პროფესიულად შემდგარი, აქტიური, წინდახედული და ტრადიციების მოყვარული ინდივიდია. იგი გარეგნობაზე მეტად ყურადღებას მეწყვილის ერუდიციის დონესა და წარმოშობას მიაქცევს.

მერწყული ბედნიერი იქნება ქალთან, რომელიც მრავალმხრივად ერუდირებული, არაპროგნოზირებდი და მხიარულია. პარტნიორი აუცილებლად უნდა იზიარებდეს მერწყულის სიყვარულს თავისუფლებისადმი. შესაბამისად, არც ოფიციალური ქორწინების მოთხოვნით უნდა გაუმართოს მან მერწყულ მამაკაცს დებოში.

თევზები ბედნიერებას იპოვის ქალთან, რომელსაც ერთდროულად შეუძლია შეითავსოს დიასახლისის, ცოლის, დედისა და ფსიქოლოგის როლი. ასეთი მანდილოსანი მისთვის უმთავრესი დასაყრდენი გახდება ცხოვრებაში და მისცემს მოტივაციას სამომავლო წინსვლისკენ.