რომელი ზოდიაქოს ნიშნები სარგებლობენ ინტელექტუალური პრივილეგიით და შეუძლებელია მათი მოტყუება?

რომელი ზოდიაქოს ნიშნები სარგებლობენ ინტელექტუალური პრივილეგიით და შეუძლებელია მათი მოტყუება?

”ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებული” ჰგონიათ, თუმცა სახალხოდ არც ერთი მათგანი არ აღიარებს ქალების საქვეყნოდ ცნობილ ინტუიციას და ”მეექვსე გრძნობას”, რომელიც დიახაც რომ გააჩნიათ მანდილოსნებს... მოკლედ, ქალები ლოგიკაში მოვიკოჭლებთ, თორემ ინტუიცია იცოცხლეთ.

მაგრამ დღეს მინდა კარტები გავხსნა და ყველაზე ”სახიფათო” სამეულზე გესაუბროთ ძვირფასო მამაკაცებო. ქალებზე, რომელთაც გასაოცარი გამომძიებლური უნარები, დაკვირვების ნიჭი და კრიმინალისტის ალღო გააჩნიათ საიმისოდ, რომ ქმრისა თუ საყვარელი ადამიანის ყველა ნაბიჯი უშეცდომოდ გათვალონ ან გამოიცნონ. ჰოდა, აღარაფერი გაგიკვირდებათ ამ სტატიის შემდეგ. უფრო მეტიც, ერთგვარად ”შეიარაღებულიც” კი იქნებით თქვენი ამ სუსტი სქესის წარმომადგენელი ძლიერი მტრის წინააღმდეგ. თუმცა, მაინც ვიტყვი იმას, რომ ქალთან მტრობას მეგობრობა სჯობია... მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა.

კირჩხიბი - მისი ყველაზე დიდი იარაღი ინტუიციაა, რომელსაც იგი ერთი შეხედვით თითქოს არც ავლენს და არც ენდობა. მაგრამ კირჩხიბი, რომელიც მთვარის მმართველობის ქვეშ მყოფი ინდივიდია, გასაოცარი ”სენსორული” აზროვნებით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი მოტყუება, ძვირფასო მამაკაცებო, შეუძლებელია თუკი თავად მან არ მოიტყუა ან მოგატყუებინათ თავი. კირჩხიბი ქალები, ერთი შეხედვით სუსტი და დაუცველი იმიჯით გამოირჩევიან. მათ მოსწონთ ეს როლი, იმიტომ რომ გიჟდებიან, როცა ვინმე მოდის და ანუგეშებს, ეფერება. მაგრამ საკმარისია, დაშვებულ ზღვარს გადააბიჯოთ, ან მან თქვენგან ღალატის ეჭვი აიღოს, უმალ ირთვება კირჩხიბის ”თავდაცვითი სისტემა”. კიბორჩხალები კი ასტროლოგიურად ყველაზე გამძლე ინდივიდები არიან. მას არ გაუჭირდება თქვენი არც შემოწმება არც გადამოწმება გულწრფელობაზე. თუმცა ნუ ელით, რომ დრამას მოგიწყობთ ან თქვენი ცხოვრებიდან სკანდალებით ან ხმაურით წავა (საკითხავია, სულ თუ წავა საერთოდ!). კირჩხიბ ქალებს გასაოცარი მოთმინების და თამაშის უნარი აქვთ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. ამიტომ მის მრავალსახოვან ნატურას მერწმუნეთ, ვერასოდეს ამოიცნობთ. ამასთან ერთად, მისი ნიჭი მშვიდად დაელოდოს საჭირო მომენტს თქვენზე შურის საძიებლად, ისე რომ ამის შესახებ რეალურად მას ვერავინ დასდოს ბრალი ჭეშმარიტად აღფრთოვანების ღირსია. ასე რომ, მამაკაცებო იყავით ფრთხილად!

ქალწული - მისი სიძლიერე გამჭრიახი გონება და გასაოცარი დაკვირვების უნარია. ქალწული პლანეტა მერკურის მმართველობის ქვეშაა; ამიტომ შესაშურად სხარტი აზროვნებით, ანალიტიკური გონებითა და წვრილმანებისადმი (რომელსაც მამაკაცების დიდი ნაწილი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას) ყურადღებიანობით გამოირჩევა. იგი ცივი გონების ადმიანია, ამიტომ მისი გული ყოველთვის და უპირობოდ ემორჩილება გონების ხმას. შესაბამისად, თუკი საჭიროება მოითხოვს სავსებით მარტივად შეძლებს, საკუთარ თავს ემოციების აბსოლუტური ბლოკირება აიძულოს და მხოლოდ გონებით გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია. იგი არაჩვეულებრივი ერთგული ცოლი და მეგობარია, თუკი თქვენ ამას დაუფასებთ და დაიმსახურებთ. მაგრამ ძალზე საშიში და მუხანათი მტერი იქნება, თუკი მის ზრუნვას ვერ დაინახავთ და ყველაფერს ისე მიიღებთ, როგორც კუთვნილს. გახსოვდეთ, ”დეტექტივების დედოფლად” ცნობილი მწერალი აგათა კრისტი ზუსტად რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით გახლდათ დაბადებული. ამიტომ ამ ქალის განაწყენებას, ჯობია ყოველთვის გულწრფელად აღიაროთ მასთან ნებისმიერი დანაშაული.

მორიელი - ალბათ ყველაზე საშიში და მუხანათია წარმოდგენილ სამეულს შორის. ეს იმიტომ, რომ კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალს კიდევ შეიძლება როგორმე აიძულოს კაცმა სენტიმენტალურობა და შეძლოს მათი გრძნობებით თამაში. მორიელი კი თუკი იგი გაბრაზებული და შეურაცხყოფილია, სისასტიკის განსახიერება ხდება. მას შეუძლია საკუთარი ხელით ამოიგლიჯოს გულიდან მამაკაცი, რომელიც ამავდროულად უზომოდ უყვარს. შეუძლია უგულოდ იცხოვროს წლების მანძილზე, მაგრამ პატიება და მით უმეტეს მეორე შანსი გამორიცხულია! მორიელი პლანეტა პლუტონით მართული ნიშნის წარმომადგენელია, რომელიც თავის მხრივ ძირეულ ტრანსფორმაციაზე, ნგრევასა და დესტრუქციაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ განა გასაკვირია, რომ მას პატიება იშვიათად ან საერთოდაც არ შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, თუკი საკუთარი გრძნობები ბოლომდე გააშიშვლა თქვენ წინაშე? მორიელებს კი მოგეხსენებათ, სანახევრო არაფერი გამოსდით. ამიტომ თუ იგი დღეს თქვენი დაუძინებელი მტრის სტატუსით იწოდება, როგორც ჩანს, რაღაც პერიოდის წინ ასეთივე სიძლიერით უყვარდით... უყვარდით, მაგრამ თქვენ ეს არ დააფასეთ.