სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ამ კვირაში (18-24 თებერვალი) ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანი გააცნობიერებს, რომ პარტნიორი აღარ უყვარს. ის დაიწყებს ფიქრს: "როდის გადამიყვარდა? რატომ გაქრა გრძნობა? აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ მხოლოდ შეჩვევაღა დარჩა? თავად მას როგორ ვუთხრა?"
ადამიანი, რომელის პირადი ცხოვრებაც თავიდან ბოლომდე ამოყირავდება ქალწული აღმოჩნდება. ალბათ, ამ პასუხმა ბევრი თქვენგანი ძალიან გააკვირვა. ქალწულები ხომ ასეოდენ ჩამოყალიბებულები, თავიანთ გრძნობებში მუდამ გარკვეულები და გეგმიურები არიან. მათ არც განსაკუთრებული რომანტიკა სჭირდებათ და არც ვნების ქარცეცხლი. მაშ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ქალწულებს სიცრუეში ცხოვრება არ შეუძლიათ.
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ურთიერთობას იმდენად სერიოზულად ეკიდება, ქარაფშუტულად არ დაუსვამს წერტილს, მაგრამ როგორც კი მიხვდება, რომ გრძნობები ნამდვილად გაქრა, არც თავს მოიტყუებს და არც პარტნიორს მოატყუებს.
ქალწულებო, ალბათ ახლა შოკირებულები სხედხართ და თვალებს ვერ უჯერებთ, საიდან გაიგეს ვარსკვლავებმა თქვენი ეჭვების შესახებ? დიახ, მათ იციან, რომ პარტნიორის დანახვისას დიდი ხანია გული აღარ გიჩქარდებათ, არც მისკენ მიისწრაფით და აღარც მის გარეშე ყოფნა გეჩვენებათ გაუსაძლისი.