რომელი ზოდიაქოს ნიშნები "ახევენ" ქმარს დაქალს ყველაზე ხშირად და რატომ?

რომელი ზოდიაქოს ნიშნები "ახევენ" ქმარს დაქალს ყველაზე ხშირად და რატომ?

ხშირად მეგობრობაში თავს იჩენს კონკურენცია: ვინ უფრო ლამაზია? ვინ უფრო ჭკვიანია? ვის უკეთესი სამსახური აქვს? ვის მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს? ვის მეტი ფული აქვს? ვინ უფრო ხშირად მოგზაურობს? და, რაც მთავარია, ვის  ჰყავს საუკეთესო ქმარი? ჯანსაღი კონკურენცია ორივე ქალისთვის შეიძლება განვითარების უდიდეს მოტივაციად იქცეს, მაგრამ თუ პროცესებს ვეღარ გააკონტროლებენ, მეგობრობა მართლაც დაენგრევათ.

სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი დაქალის ნახვისას, ქალს სურვილი უჩნდება, თავადაც ისეთი (ან უფრო მეტად) ბედნიერი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი ბოლო ურთიერთობა კრახით დასრულდა ან იმ პერიოდისთვის იმყოფება კაცის გვერდით, რომელიც ვერ აფასებს და სტანჯავს. ქალი  ეკითხება თავს: "მეც ხომ ვიმსახურებ მზრუნველობას, სიყვარულსა და სითბოს?“

ასტროლოგები იმ ქალებში, რომლებიც ხშირად "ახევენ" ქმარს დაქალებს ასახელებენ:  ტყუპს, ლომსა და თევზებს.

ტყუპი ცხოვრებას აზარტულად უდგებიან და ყველაფრით ერთობიან, მათთვის ურთიერთობები უმეტესწილად თამაშია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები პასუხისმგებლობის გრძნობით ან განსაკუთრებული ზნეობრივი ფასეულობებით არ გამოირჩევიან - თუ ინტელექტუალურად ძალიან დაწინაურებულები არ არიან - რაც შეაჩერებს მათ, როცა დაქალის ქმართან გაფლირტავების სურვილი გაუჩნდებათ. ტყუპში არაჩვეულებრივად ვლინდება "ადამისა და ევასეული" ბუნება - აკრძალული ვაშლის დაგემოვნების წყურვილი. მას უძლიერდება ინტერესი და ლტოლვა კაცის მიმართ, როცა ის დაკაავებულია. ტყუპებისთვის გამოწვევაა სასიყვარულო სამკუთხედებიცა და ყველაფრის თავდაყირა დაყენება იქ, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა. დაქალის ქმართან რომანი კი "უბრალო საქმე" ნამდვილად არ არის.

ლომი , თუ მასში სხვა ნიშნების ძლიერი გავლენა არ ვლინდება, მართალია, არა ერთ ღირსებას ფლობას - მაინც ეგოცენტრიკია. მისთვის დედამიწა ბრუნავს არა წარმოსახვითი ღერძის, არამედ მისივე პერსონის გარშემო - ჯერ მე და მერე სხვა - აი, საკითხისადმი მისეული მიდგომა. თუ ძველ ქართულ ანდაზას გავიხსენებთ, "ჯერ თავო და თავოო, მერე ცოლო და შვილოო," - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ავტორი სწორედ ლომი იქნებოდა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფიქრობენ, რომ სამყარო მათ წინაშე ვალდებულია, ამიტომ თუ მამაკაცს დაადგამს თვალს, თუნდაც დაქალის ქმარი იყოს, სინდისის ქენჯნის გარეშე "მოიპარავს", რადგან სჯერა, რომ ყველაფერი საუკეთესო თავადვე ეკუთვნის და მისი ქცევა დასაზრახი არ არის.

თევზების მელანქოლიკური და დეპრესიული ნატურა, როგორც მაგნიტი რკინისკენ ისე მიიზიდება ძლიერი მამაკაცისკენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს, როგორც თევზს წყალი ისე სჭირდება ადამიანი, ვინც მოუსმენს, გაუგებს, სიამოვნებას მიანიჭებს და გააბედნიერებს, რადგან საკუთარი თავისთვის ბედნიერების მინიჭება ძალიან უჭირთ. დიდი ალბათობით, თევზს დაქალის ქმარი შეუყვარდება, თუ მასში თავისი "ოცნების კაცს" აღმოაჩენს; შესაძლოა შეუყვარდეს მაშინაც, თუ კაცს არაფერი აქვს საერთო თევზის იდეალთან, მაგრამ დაუმეგობრდა და მიუახლოვდა მის სულს. მართალია, თავიდან ეცდება გრძნობები დათრგუნოს და მეგობარს ოჯახი არ დაუნგრიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი რომანტიკული ბუნება სძლევს და რჩეულისთვის გაუცნობიერებელ ბრძოლას დაიწყებს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?