ხშირ შემთხვევაში თანაცხოვრება ახუნებს მათ გრძნობებს და საბოლოოდ, თავგადასავლების ძიებას იწყებენ. ალბათ ერთხელ მაინც გაგფლირტავებიათ მამაკაცი, რომლის თითზეც ოქროს ბეჭედი შეგინიშნავთ, სხვები ტყუილსაც არ ერიდებან და მალავენ, რომ მეუღლე ჰყავთ. არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ირგვლივაც უმეტესწილად დაოჯახებული კაცები ტრიალებენ - ცდილობენ მოხიბლონ, თავბრუ დაახვიონ და საშიშ სასიყვარულო თამაშში ჩაითრიონ - ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ტყუპი
ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან საყოფაცხოვრებო საკითხებზე საუბრით: "ავეჯი ვიყიდოთ“, "ბავშვია სკოლიდან გამოსაყვანი“, "დედაშენს დაბადების დღეზე რა ვუყიდოთ?“ "საღამოს პური მოიტანე“... თქვენთან ურთიერთობით კაცი იკლავს ინტელექტუალური საუბრების შიმშილს, შეუძლია აფრქვიოს თავისი ყველაზე არარეალური აზრები - თქვენ ხელს არ ჩაავლებთ და ძირს არ დაანარცხებთ - გონს მოეგე, რეალობას დაუბრუნდიო; ან მოუსმენთ, ან - უკეთეს შემთხვევაში - აჰყვებით. ცოლიანი მამაკაცები დაგსდევენ იმიტომ, რომ საინტერესო პიროვნება ხართ.
მორიელი
ხშირად დაოჯახებული მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება რუტინულია, თუ ცოლს არ ღალატობს. მან დიდი ხანია მოიწყინა საწოლში მეუღლესთან ერთად: ნაცნობი პოზები, შეგრძნებები და ადგილები - საწოლი, სააბაზანო, მაქსიმუმ სამზარეულო. თვლის, რომ მშობიარობის მერე ცოლი გაუსუქდა და ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა... თქვენ კი ისეთი სექსუალური ხართ, მხოლოდ სიარულის მანერით, ერთი მზერით ან სიცილითაც კი აღძრავთ საპირისპირო სქესში ბინძურ ფანტაზიებს. თქვენს ენერგეტიკას გრძნობს და დარწმუნებულია, რომ დაუვიწყარ სექსუალურ გამოცდილებას შესთავაზებთ - აი, რატომ დაგსდევენ ცოლიანი მამაკაცები, მორიელებო.
მშვილდოსანი
დაოჯახებულ მამაკაცს სამსახურიდან შინ დაბრუნებისთანავე სახეში ეხლება პრობლემები... პრობლემები, რომელსაც ბოლო არ უჩანს - რამდენჯერაც უნდა მოაგვაროს, იმდენჯერ წამოყოფს თავს, როგორც სოკო წვიმის შემდეგ. კაცს ეჩვენება, რომ ეს დაუსრულებელი წრეა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ცოლი მუდამ წუხს ან წუწუნებს, ქმრისგან რაღაცას მოითხოვს - ხან ყურადღებას, ხან სითბოს, ხან რომანტიკას, ხან ახალ ტანსაცმელს.... ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. თქვენ კი, მშვილდოსნებო, სულ ცალ ფეხზე გკიდიათ მამაკაცი, რომელთანაც მსუბუქი ფლირტი გაკავშირებთ, რას გააკეთებს, როგორ და ვისთან ერთად. კარგად გაერთობით კაცთან - იცეკვებთ, დალევთ, მოსწევთ, მანქანას ან მოტოციკლეტს არანორმალური სისწრაფით გააქროლებთ, გექნებათ სექსი - მერე კი მთელი კვირა გაქრებით, მამაკაცს კი თქვენი ძებნა მოუწევს. მშვილდოსნები ის ქალები არ არიან, პარტნიორს რომ ზარებით აიკლებენ, პირიქით, შესაძლოა თავად არ უპასუხონ კაცს მოკლეტექსტურ შეტყობინებებზე. ცოლიანი მამაკაცები დაგსდევენ იმიტომ, რომ "ნადირობა“ მოენატრათ.