თუმცაღა ერთგულებაც არის და ერთგულებაც. ასე რომ, მამაკაცებს შორისაც არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლის გათვალისწინებითაც ადვილია დავადგინოთ მამაკაცში ერთგულების დონის კოეფიციენტი, მასთან პირველივე ნაცნობობისას.
დავიწყოთ ზოგადი ანალიზით. სტატისტიკურად ყველაზე დიდი მექალთანეები ასტროლოგთა აზრით მშვილდოსნის, ტყუპის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შორის გვხვდებიან. სამივე ორმაგი ნიშანია, სამივე მუტაბელურ (ცვალებად) სტიქიას განეკუთვნება, ასე რომ არაფერია გასაკვირი. თუმცა თავად ღალატის მიზეზებია სხვადასხვა. ტყუპს მრავალფეროვნება იზიდავს, მშვილდოსნებს თავგადასავლები და სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ნადირობის პროცესი, ხოლო თევზები ზედმეტი ხათრიანობის გამო აგროვებენ მეგობარი ქალების მთელ არსენალს და ხშირად ერთთან და ორთან კი არა, სამ ან ოთხ ქალთანაც აქვთ გაჩაღებული მხურვალე რომანი.
გაცილებით ერთგულები არიან ურთიერთობაში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ლომი და ვერძი. ლომი ბუნებით ზარმაცია, ამტომ თუკი ისეთი ქალი იპონა, რომელიც მას ყოველმხრივ ან თითქმის ყოველმხრივ აკმაყოფილებს, სავარაუდოდ ახალ-ახალ ფისუნიებზე ნადირობის სურვილი ნაკლებად გაუჩნდება. რაც შეეხება ვერძს, იგი იდეალისტია. ამიტომ მანამ სანამ სატრფო ზეაღმატებულ ხარისხში ჰყავს აყვანილი, სხვა ქალების არსებობას თავის გარშემო პრაქტიკულად ვერც კი ამჩნევს.
ტყუპს ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ჰაერის სტიქიის დანარჩენი ორი წარმომადგენელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სტაბილურობით. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ მათ ინდივიადუალურ კოსმოგრამაში მიწის სტიქიის დომინანტობა არ იგრძნობა სასწორები და მერწყულებიც პოლიგამიისკენ არიან მიდრეკილნი.
რაც შეეხება კირჩხიბს და მორიელს , ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შორის განსხვავება ისეთივე დიდია, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. თუმცა ღალატისკენ მიდრეკილი მათ შორის კირჩხიბი უფროა ვიდრე მორიელი. მორიელი თუ ღალატობს კიდეც, ამისკენ ძირითადად პარტნიორის საქციელი და შურისძიების გრძნობა უბიძგებს. თუმცა მორიელი და შურისძიება ეს იმდენად ვრცელი თემაა, აჯობებს ამ საკითხზე სხვა დროს ვისაუბროთ.
აი, რაც შეეხებათ მიწის სტიქიის მამრებს, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, პირად ურთიერთობაში სტაბილურობისკენ ყველაზე მეტად სწორედ ისინი არიან მიდრეკილნი. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ მიწის სტიქიას გააჩნია ე.წ. "მიჩვევის მომენტი", რომელიც კუროებზე, ქალწულებსა და თხის რქებზე ერთნაირად მუშაობს. ამიტომ თუკი ასეთმა კაცმა პარტნიორი ერთხელ მიიღო, მასთან ხანგრძლივი დროით იწყებს შეჩვევას და ზუსტად ისევე ვერ იტანს პარტნიორი ქალის ხშირ ცვლას, როგორც საცხოვრებელი ადგილის, საძინებლისა და საყვარელი ბალიშის შეცვლას.
თუმცა, უფრო დეტალურად თუ ჩავუღრმავდებით, მიწის სტიქიის წარმომადგენლებშიც უდაოდ აღმოვაჩენთ მოღალატეებსა და ლოველასებს. საქმე იმაშია, რომ მამაკაცის ერთგულების უნარს რუკაში ვენერას და მარსის მდებარეობა განაპირობებს. მარსი მის სექსუალურ პოტენციალზე მიუთითებს, ვენერა კი სასურველი ქალის მოდელზე გვაძლევს ინფორმაციას. თუმცა საქმეში ხშირად ერთვება ასევე მთვარეც. მარტივად რომ ვთქვათ, მთვარე მამაკაცისთვის არის ცოლის იდეალი, ვენერა კი იმ ქალის პროტოტიპია, რომელიც მას იზიდავს. ამიტომ რაც უფრო ჰარმონიულია მამაკაცის პირად რუკაში მთვარე-ვენერას ასპექტები მით უფრო დაბალანსებული იქნება იგი სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. სხვა შემთხვევაში კი უმისამართოდ და უთავბოლოდ იხეტიალებს ლამაზმანებს შორის წინ და უკან, არარსებული იდეალის ძიებაში (ეს იმ შემთხვევაში როცა მთვარისა და ვენერას კვადრატი ან ოპოზიცია აღინიშნება მის კოსმოგრამაში). პლანეტა ვენერა განაპირობებს იმას, თუ როგორ ესმის მამაკაცს სიყვარული. ამიტომ თუ ეს პლანეტა მის რუკაში თხის რქის, კუროს, სასწორის, თევზების ზოდიაქოს ნიშანშია განლაგებული იგი ჰარმონიის მოყვარული, თბილი და მზრუნველი პარტნიორი იქნება.
იმ შემთხვევაში კი თუ ვენერა ვერძის, მშვილდოსნის, ლომის, მერწყულის ან ტყუპის ზოდიაქოს იკავებს, მამაკაცს უფრო პოლიგამიისკენ და პარტნიორების ხშირი ცვლისკენ ექნება მიდრეკილება. განსაკუთრებით რთულთა კატეგორიას კი ვენერა კირჩხიბში და ვენერა მორიელში განეკუთვნება. ამათგან პირველი, გადამეტებული სენსიტიურობით გამოირჩევა, რის გამოც უჭირს პარტნიორებთან ლაღი და გახსნილი ურთიერთობა (ბოლომდე ვერ იხსნება ან თუ იხსნება ისეთ პარტნიორთან, რომელიც ტკივილს აყენებს). ხოლო ვენერა მორიელი, ეჭვიანობის მძაფრი გრძნობით, ექსტრიმის სიყვარულით და დუღილის ტემპერატურამდე მიახლოვებული დაძაბულობით გამოირჩევა პირად ურთიერთობაში. ასეთ ხალხს უჭირს (ან საერთოდ არ შეუძლია) მშვიდი და ჰარმონიული კავშირი პარტნიორთან. მას გამუდმებით ესაჭიროება პრობლემები, მძაფრი ემოციები და დრამატიზმი, რის გამოც ქვეცნობიერად ეძებს რთულ და არაადეკვატურ პარტნიორებს.