სამი მიზეზი იმისა, რატომ უნდა გააჩაღოთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომანი ლომ მამაკაცთან

სამი მიზეზი იმისა, რატომ უნდა გააჩაღოთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომანი ლომ მამაკაცთან

ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუნდაც ღრმა ბავშვობაში არ უოცნებია პრინცესობაზე. ჰოდა, დიდ ასაკში რომ თავი არა პრინცესად, არამედ მთლად უკეთესი - დედოფლად იგრძნოთ, აუცილებლად უნდა გააჩაღოთ რომანი მამაკაცთან, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა... ახლავე აგიხსნით რატომ...

1. ის ნამდვილი მამაკაცია - ლომის ზოდიაქოს მზე მართავს, მზე ეგოს გამოხატულებაა, ამიტომ ლომი მამაკაცი საკმაოდ ამბიციური, თავდაჯერებული და პრინციპულია თავის საქციელში. ქალების უმრავლესობას კი ზუსტად რომ თავდაჯერებული მამრები იზიდავს. გარდა ამისა, ლომი, ზოდიაქოს მეხუთე სახლს განაგებს, რომელიც ასტროლოგიაში გულთან, ბავშვების, ფლირტის და ამურის თემებთან ასოცირდება. თუ დააკვირდებით, ყველა ლომი განურჩევლად სქესისა, გულით ეკიდება ნებისმიერ საქმეს - უყვარს გულით, მტრობს მთელი გულით... გარდა ამისა, ლომი სიყვარულისთვის დაბადებული ინდივიდია. თუკი ისე მოხდა, რომ რაიმე მიზეზით დროებით არ არის იგი შეყვარებული, აუტანელ შინაურ კატას ემსგავსება, რომელიც ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო მიზეზს ეძებს საიმისოდ, რომ ვინმეს აუშარდეს და პრეტენზიულად "იჩხავლოს"... მაგრამ სულ სხვა საქმეა შეყვარებული ლომი. აი, აქ იფურჩქნება მთელი თავისი სიძლიერით მისი მეფური ბუნება და ჭეშმარიტად არისტოკრატული პოტენციალი.

2. რაინდია სულითა და გულით - შეყვარებული მამაკაცი ლომი რაინდული, დიდსულოვანი, პოეტური და უბრალოდ დიდებულია. თუკი თქვენ მას გამუდმებით შეჰყურებთ აღტაცებული თვალებით, ის მზადაა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მასზე უკეთეს მამაკაცს ამ ქვეყნად ვერასოდეს შეხვდებით.

3. თქვენთვის ყველაფერი ემეტება - როცა ვინმე უყვართ, ლომები საუკეთესო კუთხით ავლენენ თავს და საყვარელი ქალის მიმართ უზომოდ გულუხვები, მზრუნველები და რომანტიკულები არიან. მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საზოგადოების წინაშეც მოიწონოს თავი რჩეულით. ამიტომ თქვენი თაყვანისმცემელი ლომი სოლიდურ თანხას არ დაიშურებს საიმისოდ რომ გამოიყურებოდეთ გამაოგნებლად ლამაზად, მოდურად და ელეგანტურად... მისთვის - მეფისთვის გვერდის დასამშვენებლად. აგავსებთ კომპლიმენტებით და სიამაყით წარგადგენთ ურიცხვ სამეგობრო-სანაცნობოს წინაშე როგორც მნიშვნელოვან "ნადავლს". მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ზედმეტად არ დაჩრდილავთ მის თავმოყვარეობას - არ გამოიდებთ თავს საკუთარი ერუდირებულობის, პროფესიული წარმატებისა და წარმომავლობის დამტკიცებით. ეს ისეთი ზღვარია, რომლის გადაბიჯების მერეც თქვენი რომანი ლომთან, წამის მეასედში დასრულდება და დაემსგავსებით კონკიას, რომელიც ეტლის ნაცვლად გოგრის ამარა დარჩა ტყეში შუაღამეზე. იმიტომ რომ, ჯადოქრობას ვადა გაუვიდა 12 საათის მერე. თქვენთვისაც ეს მაგია და ჯადოქრობა მანამ იარსებებს, სანამ ლომს მთელი გულით უყვარხართ და აძლევთ უფლებას თავი თქვენთან ერთად, ძლიერ და საჭირო მამაკაცად იგრძნოს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?