ატარებენ ონლაინ თუ ქუჩის გამოკითხვებს თემაზე - მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბდებული მამრია ქალების უმეტესობისთის მამაკაცის იდეალი, როგორც სასიყვარულო ისე სექსუალურ ურთიერთობის თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტი ყოველთვის სძალავს მეორეს და როგორც წესი, ქალებს უწევთ არჩევანის გაკეთება - ან კარგი სექსი, ან რომანტიკა... თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილა... დღეს ჩვენ აგიხსნით რატომ უნდა აირჩით მამაკაცი კურო მეუღლედ:
1. სტაბილური და მზრუნველი ქმარია - კურო დინჯი, დაკვირვებული და გონიერი ნიშანია. ამგვარი მამაკაცის მოხიბვლას დრო და მოთმინება უნდა, ამიტომ ჩვენი სტატია ქალებს, რომელთაც თავქარიანობა ახასიათებთ და საყვარელი მამაკაცის გულის დაპყრობა რამდენიმე დღეში აქვთ გადაწყვეტილი არანაირად არ გამოადგებათ. სამაგიეროდ, თუ თქვენ ლოდინის და სიმშვიდის უნარი გაქვთ, ვერ იპოვნით ამ ქვეყნად კუროზე უფრო სტაბილურ, მოსიყვარულე და მზრუნველ ქმარს.
2. ფაქტობრივად "ორი - ერთშია" მამაკაცურობასთან ერთად, საოცრად რომანტიკული და გულჩვილია . დიახ, არ მოგესმათ - კურო უზომოდ რომანტიკული ნიშანია. იმიტომ რომ, მისი მმართველი სიყვარულის პლანეტა ვენერაა. შესაბამისად, მამაკაც კუროებს, ყოველთვის სჯერათ ნამდვილი სიყვარულის და ამ სიყვარულის დასაცავად მზად არიან ნებისმიერს დაუპირისპირდნენ, თანაც საკმაოდ აგრესიულად. მისთვის საყვარელი ქალი ოჯახის ღმერთი და ჯადოსნური თილისმაა. ძალა შესწევს ხელის გულზე ატაროს იგი, ამასთან ერთად სექსშიც შეუდარებელია და ხშირად, ტემპერამენტით განთქმულ მამაკაც მორიელსაც კი იტოვებს უკან ამ საკითხში.
3. მას შეუძლია შესაშური მოთმინებით აიტანოს ქალური სისულელეები - ამის მიზეზი ორია: ერთი ის, რომ თუკი მართლა შეუყვარდით, ნებისმიერი თქვენი ხუშტური სასაცილოდ მოეჩვენება; მეორე კი ის, რომ კურო საკმაოდ გვიან ხვდება სიტუაციის არსს, ან უბრალოდ ხვდება და თავს ირწმუნებს, რომ ერთ დღესაც მისი შენიშვნის გარეშე დაანებებთ თავს ბავშვურ სისულელეებს და გამოსწორდებით. ზუსტად ამ მოტივით შეიძლება არ გაგაკრიტიკოთ მან მისი ფულის უთავბოლოდ განიავების გამო, თუმცა კურო ფულის სახლის მმართველი ნიშანია და მერწმუნეთ, არც ისე ბეცია საიმისოდ, რომ ვერ მიხვდეს როგორ კატასტროფული სისწრაფით ქრება მისი ანგარიშიდან ფინანსები. გირჩევთ ამ რბილი, მაგრამ ამასთანავე საოცრად ჯიუტი კაცის მოთმინებას ბოროტად ნუ გამოიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე სულ სხვა სტილის სტატიის დაწერა მოგვიხდება სახელწოდებით - "სიცოცხლისთვის სახიფათო ქმრები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით". მოკლედ, მაინც ხარია და მაინცდამაინც ნუ მოინდომებთ მის თვალწინ, ხშირად წითელი ნაჭრის აფრიალებას.