სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მერწყული მამაკაცი საუკეთესო მეგობარი და ქმარი ერთად

სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის  მერწყული მამაკაცი  საუკეთესო მეგობარი და ქმარი ერთად

მამრებზე ალბათ ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს გააჩნია უარყოფითი "დოსიე" და შეხედულება. დიახ, მერწყული ნაკლებად გამოირჩევა სტაბილურობით, მით უმეტეს ადრეულ ასაკში, როცა იგი ჯერ კიდევ თავგადასავლებს ეძებს და მისი გონება სამყაროს საიდუმლოებების შესწავლითაა დაკავებული. ასეთ დროს მერწყულს რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული კავშირებისთვის არ "სცხელა".

Astrologia

სამაგიეროდ, რაც უფრო ემატება წლები და იძენს გამოცდილებას, მით უფრო სასარგებლოა ამგვარი მამაკაცის "მოჩანგვლა" ქალისთვის. იმიტომ რომ მასში გაერთიანებულია არაჩვეულებრივი საყვარლის, კარგი მეგობრისა და ერთგული თანამოაზრის თვისებები. მერწყული არაპროგნოზირებადი და თავისუფლებისმოყვარული ნიშანია. მას არ უყვარს ჩარჩოები და შეზღუდვები. შესაბამისად, თუკი ისეთი ქალების რიცხვში ხართ, ვინც ტრადიციულ ქართულ ოჯახზე ოცნებობს, მთელი თავისი პატრიარქატული იერარქიით მერწყული ქმარად ნაკლებად გამოგადგებათ. ეს კოსმოპოლიტურად მოაზროვნე, თავისუფალი ინდივიდია. იგი მზადაა იყოს თქვენი მხარდამჭერი და მეგობარი, მაგრამ თუკი ყველაფერ ამას დაავალდებულებთ, ისე აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან თითქოს არც არანაირი ადგილი სჭერია მასში.

მერწყულები კარგი ქმრები, მაგრამ არცთუ სანიმუშო მამები არიან. ამიტომ იყავით მზად საიმსიდო, რომ თქვენი ქმარი ნაკლებად გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას მამობისთვის. თუმცა თუკი მაინც გახდით პატარას მშობელი, სამომავლოდ შესაძლოა მან ყველა ჯამბაზზე უკეთ გაგირთოთ პატარა. მერწყული ვერ იტანს ბორკილებს და ჩარჩოებს. შესაბამისად, თუკი თქვენც მასსავით თავისუფლად მოაზროვნე და ორიგინალური ინდივიდი ხართ, ერთად მხიარული და რაც მთავარია, ნაყოფიერი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?