შუა პერიოდიდან, დეკემბრის პირველი დეკადის ჩათვლით ევლინებიან ქვეყანას გასაოცარი ქარიზმატულობით, მომხიბვლელობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევიან დანარჩენი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს შორის. ცნობილი მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ყველა მამრი მონადირეა მშვილდოსნის შემთხვევაში, მთელი 100% პოულობს დადასტურებას რეალობაში. აბა როგორ გინდათ? დააკვირდით მისი ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოს - მშვილდმომარჯვებულ კენტავრს, რომელიც თავდავიწყებით მიაჭენებს ცხენს (კი არადა საკუთარ სხეულს) სადღაც, შორს უსასრულობისკენ, სადაც მას უკეთესი ცხოვრება, უფრო ლამაზი ქალები და მომავალი ეგულება.
არასტაბილური შეყვარებული და სტაბილური მეგობარია - მშვილდოსანი ბუნებით იდეალისტია, ამიტომ თუკი ისე მოხდა, რომ გაცნობისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდით და ყოველგვარი რევერანსების გარეშე გაცნობათ ამის შესახებ, ეიფორიაში გადავარდნას ნუ იჩქარებთ. სავსებით შესაძლებელია, "ბაჭია" და "კნუტი" თქვენთან ერთად, მის ცხოვრებაში პარალელურად ერთი ან ორი მაინც იყოს, თუ მეტი არა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი ქალის ნდობას საერთოდ არ იმსახურებს. არა! ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თავს დედოფლად ზუსტად იმდენ ხანს იგრძნობთ მის გვერდით, სანამ იგი თქვენით აღტაცებული და მოჯადოებული იქნება. ჰოდა, ქანდაკებასავით კვარცხლბეკზე დგომა და პოზის დაჭერა თუ არ გეზარებათ, ან ზოდიაქოს ნიშნით ლომი ხართ ან უბრალოდ ძალიან გსურთ ამ კაცის ხელში ჩაგდება და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებისკენ.
ზედმეტად სექსუალურია საიმისოდ, რომ მხოლოდ ერთის იყოს - მშვილდოსნის ზოდიაქოს მართვის არეალში, იდუმალებით მოცული "გველისმპყრობელის" პერიოდიც იგულისხმება. ამიტომ მამრები, რომელთაც ზუსტად გველისმპყრობლის რადიუსში ერგოთ დაბადება, მშვილდოსნის თვისებებთან ერთად ბონუსად მორიელის შხამს და ბრუტალურ სექსუალურობასაც ფლობენ. ღმერთმა ნუ ქნას, ზუსტად ასეთს გადაეკიდოთ. მისგან თავისა და გულის დახსნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება სამომავლოდ. თავად მას კი, იშვიათად ახასიათებს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება, მიდის და გზად რაც ხვდება ყველაფერისგან ნანგრევებს ტოვებს. მათ შორისაა პირადი ურთიერთობაც.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამრთან ჰარმონიული ქორწინების შანსი მხოლოდ ისეთ ქალს გააჩნია, რომელსაც პირველ რიგში მშვილდოსანთან მეგობრობა ეხერხება. მამრები, რომელთაც ასტროლოგები "ისრიანის" სატუსს ანიჭებენ ვერ იტანენ ვადლებულებას. ამიტომ სიყვარული, როგორც კი ოჯახურ ვალდებულებებში გადადის და რუტინას ემსგავსება, მათ მაშინვე იპყრობთ სურვილი უკანმოუხედავად გაქუსლონ ახალი სივრცეების დასაპყრობად. ქალი, რომელიც მშვილდოსნის თავისუფალ ჭენებას არ შეუშლის ხელს და მოთმინებით დაელოდება, ყოველ ჯერზე მის უკან დაბრუნებას (რასაც იგი აუცილებლად იზამს, მშვილდოსნებს ზოგადად უყვართ ბუმერნგივით უკან დაბრუნება დისლოკაციის ადგილზე) სასვებით შესაძლებელია, მისთვის ცხოვრების ხანგრძლივ მეგზურად იქცეს.
მასთან ხანგრძლივი მეგობრობა მისი ცოლობის შანსს ავტომატურად ნიშნავს - თუმცა ზოგადად, რომ ვიმსჯელოთ ეს მამაკაცი მეგობრის სტატუსით გაცილებით უფრო "მომგებიანია" ქალისთვის და გეტყვით რატომ.
მშვილდოსნები ვერ იტანენ ვალდებულებას, მეგობრობა კი არ გულისხმობს ვალდებულებებს. შესაბამისად, სურვილი იმისა, რომ თქვენზე იზრუნოს ან დაგეხმაროთ, თუკი მისთვის სავალდებულო საქმიანობა არ გახდება ის გაცილებით უფრო დიდი გულით და მონდომებით შეასრულებს თქვენს ყველა სურვილს.
მასთან შეგიძლიათ ისაუბროთ ყოფილ და ახლანდელ თაყვანისმცემლებზე. იგი სიამოვნებით მოგცემთ რჩევას როგორ ასწავლოთ ჭკუა ინტერესის ობიექტს, თუმცა, ამასობაში შეიძლება თავადვე თავდავიწყებით შეუყვარდეთ...
თუკი სტატია აქამდე ჩაიკითხეთ, დაბრუნდით და წაიკითხეთ კიდევ თავიდან.
თუ მაინც არ გადაიფიქრეთ მშვილდოსანი მამრის ცოლობა... ღმერთი თქვენკენ.