სამი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა შეიყვაროთ სამუდამოდ მორიელი მამაკაცი

სამი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა შეიყვაროთ სამუდამოდ მორიელი მამაკაცი

და ყოვლისმომცველ სიყვარულზე. თუმცა ასეთი სიყვარული, მით უმეტეს მისი მიღება და ატანა ყველა ჩვენგანს როდი შეუძლია. შესაბამისად, სამყარო კანონზომიერად იმეტებს მას ყველაზე ძლიერი, ნებისყოფიანი და ერთგული ქალებისთვის - მამაკაცი მორიელის სახით.

შესაძლოა, იგი ერთი შეხედვით უჟმური, უხასიათო, სიტყვაძუნწი და აუტანელი ჩანდეს... მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებებია, თქვენ ჯერ არ იცნობთ მას "ნამდვილს"... და არ იცით, ის უმთავრესი მიზეზები, რის გამოც ღირს, რომ ამ კაცის სიყვარულს ცხოვრებაში ბევრი სხვა პრიორიტეტიც კი ანაცვალოთ.

1. ის ძალიან ერთგულია - ალბათ ძნელია ამის დაჯერება, გამომდინარე იქიდან, რომ მორიელის სექსუალური ტემპერამენტი და ქარიზმა ელემენტარულად, ხმის ტემბრშიც კი იგრძნობა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქალები ამ კაცს როგორც ბუზები თაფლს ისე ეხვევიან გარშემო. დიახ, მან შესაძლოა თავს უფლება მისცეს სხვა ქალთან ფლირტის, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით თქვენი სიყვარულის და გამძლეობის გამოცდა სწადია. მაგრამ რეალურად, მორიელზე ერთგული მამაკაცი არ არსებობს ამ ქვეყნად, როცა იგი შეყვარებულია და იცის, რომ სიყვარულის ობიექტი მისი ერთგულია ბოლომდე.

2. მასთან საუკეთესო სექსი გექნებათ - ამაოდ არ დადის მითი მორიელი მამაკაცების სუპერსექსუალობაზე. მართალია, იგი არასოდეს "ფაფხურობს" ზედმეტად და თავს არ იწონებს ენაწყლიანი მონოლოგით ძმაკაცებში, ყოფილების შესახებ როგორც ეს ლომ და მშვილდოსან მამრებს უყვართ. სამაგიეროდ, ნებისმიერ მათგანს მისცემს ფორას და ლოგინში პირველივე შემხვედრ ლამაზმანს ჩაითრევს თუ ეს მას ნამდვილად უნდა. ასე რომ, მითი სულაც არ გახლავთ მისი სექსუალური პოტენციალი და ქარიზმა. თუმცა, ამ ყველაფერში მხოლოდ მაშინ დარწმუნდებით, როცა საკუთარ თავზე გამოცდით ყველაფერს. და რაც ყველაზე მთავარია, ამ კაცს უფრო სწორად მის სექსუალურ მადას, წლები ვერაფერს აკლებს.

3. ყოველთვის დაგიცავთ ყველაფრისგან, საკუთარი თავის გარდა - მორიელი ბუნებით საოცრად ეჭვიანი და მესაკუთრე ინდივიდია. იგი ყოველთვის იცავს იმას, რასაც თავისად ჩათვლის, მათ შორის საყვარელ ქალსაც. შესაბამისად, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ბევრ რამეს აგიკრძალავთ, ხშირად მოგაქცევთ ჩარჩოებში და ეცდება, თქვენი ქცევა საკუთარი თამაშის წესებს დაუქვემდებაროს. მაგრამ მისი ეს საქციელი, იმას როდი ნიშნავს, რომ არ გენდობათ ან თქვენი მისდამი სიყვარული დააყენა ეჭვქვეშ. ის ზოგადად გარშემო მყოფების მიმართაა უბდობლად განწყობილი. შესაბამისად, თავს იზღვევს დანაკარგებისგან. გარდა ამისა, მას აქვს ერთი დიდი ნაკლი, შესაძლოა დაგიცვათ სხვებისგან, თუმცა თავადვე შეუძლია გასაოცარი დიქტატურის და სისასტიკის გამოჩენა თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ეს საქციელი მისგან რეალურად დაიმსახურეთ. ისე კი პერიოდულად, შხამნარევ კბენას და ცინიკურ საყვედურებს მისგან თავიდანვე უნდა შეეჩვიოთ - ეს მხოლოდ ამყარებს მის თქვენდამი სიყვარულს და პატივისცემას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?