ყველაზე სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც ქალბატონებს. თუმცა, საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულება "კაცი ხარ და იყავი ძლიერი", ხშირად უბიძგებს მამაკაცს საკუთარი ემოციები გულში ჩაიკლას და გრძნობებს გამოხატვის საშუალება ნაკლებად მისცეს. სწორედ ამაში გამოიხატება ქალური გადმოსახედიდან მამაკაცური სიძლიერე – ხოლო საექიმო პრაქტიკით კი გულის ან სტენოკარდიული შეტევის დიდ ალბათობა. დღეს გვინდა ზოდიაქოს სამი ყველაზე სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცი გაგაცნოთ. შესაძლოა, რომელიმე მათგანი სახალხოდ არასოდეს აღვარღვარებს ცრემლებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი ფსიქიკა ხშირად იმაზე სუსტია, ვიდრე ეს გარეგნულად მოჩანს.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ყველაზე დიდი სისუსტე პანიკიორობაა. კირჩხიბი ბუნებით სიმყარის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოყვარული ნიშანია. იგი არ მიეკუთვნება რისკიანთა კატეგორიას, ამიტომ სანამ ნაბიჯს გადადგამს ასიათასგზის გადაამოწმებს ამ ნაბიჯის სისწორესა და მართებულობას. ჰოდა, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგი მაინც მცდარი აღმოჩნდეს მიზეზთა და მიზეზთა გამო. ასეთ შემთხვევაში კირჩხიბი ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. აუცილებლად დაუმეგობრდება სასმელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მიეკედლება დედას.

თევზები – ნეპტუნით მართული მამაკაცები (თევზების ზოდიაქოს პლანეტა ნეპტუნი მართავს), ყველაზე მეტად გამოირჩევიან სასმელთან მეგობრობის განსაკუთრებული სიყვარულით. თუმცა, თევზი კაცის პრობლემატური ხასიათი, ხშირად სასმელის კი არა მისივე ლაბილური ფსიქიკის და უმოტივაციობის შედეგია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა მამრებმა (რაღა თქმა უნდა ყველამ არა!) ხშირად თავადაც არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებაში ან საერთოდ უნდათ კი რამე? სასმელისადმი მისი დამოკიდებულება კი რეალური სამყაროსგან, გაცილებით უფრო უპრობლემო და კომფორტული ილუზორიული სამყაროსთვის თავის შეფარების მეთოდია, სხვა არაფერი. თანაც ვისკის ბოთლი ხომ არასოდეს მოსთხოვს მას პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე.

სასწორი – დიახ, არ მოგჩვენებიათ! სწორედ სასწორი მოხვდა დეპრესიული მამაკაცების ხუთეულში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვენერას მმართველობაში მყოფი ნიშანია და წესით, რა ედეპრესიება. თუმცა, სასწორის ცხოვრებაში არც ისე უღრუბლოდ და ვარდისფრად მოჩანს ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით გვგონია. მერე რა, თუ იგი მუდამ თავაზიანად იღიმება, მოწესრიგებულად და გემოვნებით იცმევს, ყოველთვის სასიამოვნო სუნამოს სურნელი ასდის და შეხვედრისას მხიარულად გიპაჭუნებთ თვალს, გულის სიღრმეში ამ დროს შესაძლოა ღრმა დეპრესიაც აწუხებდეს, რომლის გამოხატვის უფლებას მისი ვენერიანული ბუნება არ აძლევს. თუმცა მარტო რომ დარჩებით და გულის გადაშლას მოისურვებს, მიხვდებით რატომ. სასწორი მამაკაცები, ყველაზე მეტად იტანჯებიან ხოლმე საკუთარი უსუსურობით. მათ უმრავლესობას აუცილებლად მართავს რკინის ხელი, რომელიც ან ცოლს ან დედას ეკუთვნის. ხოლო მარიონეტის როლში ყოფნა მითხარით რომელ კაცს მოეწონება. მაგრამ სხვა გზა თუ არ აქვს?

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?