(არ აქვს მნიშვნელობა იგი ქალია, თუ მამაკაცი) სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის. რაც უფრო ემატებათ წლები, მით უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები ხდებიან ვენერას ეს ცვალებადი ნიშნები. ეს თავისებური პრაქტიკაა, რომელიც შეუფასებელ გამოცდილებას იძლევა.
სასწორს ახასიათებს ყოყმანისკენ მიდრეკილება, რაც ბევრ ზოდიაქოს ნიშანს არ აქვს ხასიათში გამოკვეთილი. მას უყვარს მსჯელობა, დიალოგი, პოლემიკა - ოღონდ არამც და არამც ჩხუბი ან კონფლიქტები . სასწორს არ უჭირს იდავოს ზრდილობისა და ზომიერების ფარგლებში, მაგრამ არც იმის აღიარება გაუჭირდება საკუთარი არაობიექტურობა ან შეცდომები აღიაროს ოპონენტებთან. ამით განსხვავდება იგი ოპოზიციური ვერძისგან, რომელიც რადაც არ უნდა დაუჯდეს (ხშირად აგრესიის ხარჯზეც კი), თავგადაკლული იცავს საკუთარ სიმართლეს.
სასწორის კიდევ ერთი და მართლაც რომ არაჩვეულებრივი თვისებაა თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა და მორალურ-ეთიკური პრინციპების ერთგულება . ამ ხალხისთვის არასოდესაა დამახასიათებელი რაიმე ისეთი საქციელის ჩადენა, რაც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგბა.
ამიტომაც არის სასწორების წყვილი ასტროლოგების აზრით ერთ-ერთი წარმატებული და სტაბილური ზოდიაქოს დანარჩენ წყვილებს შორის. ამ ორს, ისე როგორც სხვას არავის, შეუძლია ერთმანეთს რეალურად გამოუყოს ე.წ. "ნდობის კრედიტი" . რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ერთი მათგანი ყოყმანობს და ირყევა, მეორე მზადაა უთანაგრძნოს და მაქსიმუმი გააკეთოს პარტნიორის კომფორტის შესანარჩუნებლად.
ამ წყვილს შორის იშვიათადაა ხელჩართული დავა ან სიტყვიერი ბატალიები. თუმცა, ნებისმიერ სიტუაციაში კამათობენ ისინი, ცვლიან მოსაზრებებს და შეხედულებებს და ეს მათთვის თავისებური "სპორტული ინტერესია" - ნათქვამია, "კამათში იბადება ჭეშმარიტება". ჰოდა, სასწორების წყვილი ამ ცნობილი გამონათქვამის რეალური განსახიერება და დასტურია.
ვენერით მართული ადამიანი (სასწორი-კურო) არ შეიძლება ერთდროულად დატვირთო ბევრი ემოციით, ინფორმაციით და პასუხისმგებლობებით. როგორც კი მათზე მსგავსი ტიპის "დივერსია" ხორციელდება ვენერიანელები წონასწორობას კარგავენ და შესაბამისად, ქმედითუუნარო და მოწუწუნე ინდივიდები ხდებიან. ამიტომ სხვა ვერავინ გაიგებს ამ პრობლემას ჩანასახშივე იდეალურად, თუ არა სასწორის პარტნიორი სასწორი . მაშინ როცა სხვა ნიშნის პარტნიორმა შესაძლოა მაინც დაუშვას შეცდომა ზემოხსენებული მიზეზით, ორი სასწორის შემთხვევაში ჰარმონია ბალანსირებული და პროგნოზირებადი იქნება. სასწორ მეუღლეებს კარგად ესმით ერთმანეთის "სუსტი მხარის", ა მიტომ გადასაჭრელ პრობლემებს ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ, რიგითობის მიხედვით განიხილავენ და არა ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით. იმიტომ რომ, შესანიშნავად იციან, ყველა საქმეს თუ ერთ დღეს "დაიყრიან თავზე" , შეიძლება რომელიმე მათგანი უბრალოდ და მარტივად ჩავარდეს ნერვულ კრიზისში.
მათ შორის ძალიან ბევრი საერთოა, როგორც ვიზუალურად (მაგ. სიცილის დროს ლოყებზე ერთნაირად უჩნდებათ ფოსოები, უყვართ გემოვნებით და ლამაზად ჩაცმა) ასევე მენტალურად. ორივე აფასებს სიმშვიდეს, კომფორტს და სიმყუდროვეს. მათ ერთნაირად უყვართ სილამაზე და ხელოვნება.
ამასთან ერთად, ორივე სქესის სასწორისთვის აუცილებელია მონაცვლეობითი გრაფიკი დატვირთულ სამუშაო გრაფიკსა და აბსოლუტურ სიმშვიდეს შორის. შესაბამისად, ვერც ერთი სხვა პარტნიორი ვერ შეუქმნის სასწორს იმ ტიპის ფსიქო-ემოციურ კომფორტს, როგორც თავისივე ნიშნის მეორე ნახევარი. მას ხომ შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს იყო დაღლილი და გამოფიტული, როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად. სასწორი ბუნებით მშვიდი და ლოიალური ნიშანია, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ სასწორებზე ვრცელდება, რომელთაც საშუალება აქვთ ხანგრძლივი და მომქანცველი შრომის შემდეგ სრულფასოვნად დაისვენონ ჰარმონიულ გარემოში. იმ შემთხვევაში კი თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს, სასწორი აგრესიული, ცინიკური და უაპელაციოდ ჯიუტი ხდება. ამიტომ მეორე ნახევარი, რომელიც მასავით აფასებს სიმშვიდეს და კარგ დასვენებას, ყველაზე კარგად მიხვდება სასწორის აგრესიის მიზეზს.
სასწორების წყვილი შესაძლოა ერთ პროფესიულ სფეროშიც აბალანსებდეს ერთმანეთს. ეს იმ იშვიათ ცოლ-ქმართაგანია, ვისაც შეუძლია პროფესიული ინტერესების გამო არათუ დაანგრიოს ოჯახი, არამედ პირიქით საქმიანი საუბრებითა და კამათით მათ კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. ისინი მუდმივად იკამათებენ პროფესიულად. თუმცა, ზუსტად ეს კამათი იქნება მათთვის თავისებური რელაქსაცია სამსახურიდან დაბრუნებისა და მშვიდად ვახშმობის შემდეგ.
მათი ოჯახის კარი ღია იქნება სტუმრებისთვის, თუმცა კონკრეტულ დროს და შესაბამისი ემოციური მზადყოფნის შემთხვევაში. ისინი შესანიშნავი მედიატორები არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ ამ ორს პრობლემების ქონის შემთხვევაში. სხვა თუ არაფერი, გამოსავალს მაინც იპოვნით მათი მსჯელობის შედეგად რთული სიტუაციიდან.
მათი შვილები მშვიდ, ლამაზ და კომფორტულ გარემოში იზრდებიან. თუმცა, შესაძლოა, სასწორების წყვილმა არ იჩქაროს ამ მხრივ და ოჯახში პატარას მოვლინება რამდენიმე წლით დაგვიანდეს. მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ცოლ-ქმარს სურვილი აქვს ერთმანეთის კომპანიით დატკბეს. ბავშვი უკვე მომდევნო ეტაპია.
ხანდაზმულ ასაკში კი ისინი აუცილებლად იმოგზაურებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხელოვნების უძველესი ნიმუშების დასათვალიერებლად. კომფორტი და სილამაზე ხომ სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე დიდი სისუსტეა.