და ვეცდები ვენერას მფარველობაში მყოფი ამ მომხიბვლელი ქმნილების ხასიათის შტრიხები გაცილებით უფრო დეტალურად და კარგად გაგაცნოთ. სასწორი ქალის შესახებ თამამ
ა დ შეიძლება ითქვსის,რომ იგი საოცრად დახვეწილი, ქალური და ნაზი არსებაა. თუმცა საკუთარი ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა შორსმჭვრეტელობა, ნებისყოფის უნარი და დიპლომატიის ნიჭი, ქალი სასწორი ოსტატურად მალავს თავისი მომხიბვლელი იმიჯის უკან, ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ მის გეგმებში სასურველი მამაკაცის ხელში ჩაგდების მცდელობის პირველი ნაბიჯები შედის. სასწორი ქალების უმრავლესობა, თანდაყოლილი უზადო გემოვნებით და სტილის შეგრძნებით იბადება. აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის ზედმიწევნით კარგად ერკვევიან თანამედროვე მოდის ტენდენციებსა და ჩაცმა-დახურვის საკითხებში. მათი უმრავლესობა, როგორც წესი ბრენდური მაღაზიის ვიტრინიდან გადმოსულ მანეკენს წააგავს, იმ განსხვავებით რომ ტკბილეულის სიყვარულის გამო, მანეკენისგან განსხვავებით სასწორს სხეულის საკმაოდ მრგვალი და ფუმფულა ფორმები ამშვენებს.
ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ნაომი უოტსი
ლამაზად ჩაცმის სიყვარულის გარდა, სასწორ ქალს ფერების მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებითაც გამოარჩევთ სხვებისგან. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფერთა შეხემაბას, ამასთან ერთად, მათ გარდერობში ძირითადად პასტელის ფერები სჭარბობს. კიდევ ერთი სისუსტე რაც სასწორებს ახასიათებთ, ზემოთხსენებული ტკბილეულის სიყვარულია. რის გამოც სასწორი ქალი, არცთუ იშვიათად დგება ჭარბი წონით გამოწვეული პრობლემების წინაშე. თუმცა სილამაზის და ჰარმონიის აღქმის თანდაყოლილი და გამძაფრებული შეგრძნება ეხმარება მათ იმაში, რომ თავი ხელში აიყვანონ და ჩვეულ ფორმებს მოკლე ხანში დაუბრუნდნენ. სასწორს გასაოცარი გარდასახვის უნარი გააჩნია, ამიტომ დღეს თუ მაცდურ, ქალურ იმიჯს მოირგებს, ხვალ შეუძლია დახეული ჯინსები და უხეში ბათინკებიც იგივენაირი მოხდენილობით ატაროს. ხასიათის ეს თვისება, მის საქციელშიც ვლინდება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ერთი შეხედვით ნაზი გარეგნობის მიუხედავად, სასწორ ქალს ნებისმიერი სირთულის საქმისთვის შეუძლია თავის გართმევა მარტოს. მისი ნიჭი, კრიტიკულ სიტუაციაში, სწრაფად იპოვნოს ეფექტური გამოსავალი, ჭეშმარიტად აღფრთოვანების ღირსია. აქედან გამომდინარე, გასაოცარი არარის,რატომ აღმერთებენ, სასწორ ცოლებს მათი მეორე ნახევრები. მისი სახით ხომ, არამარტო ულამაზეს ცხოვრების მეგზურს, ერთგულ მეგობარს და კარგ თანამოაზრესაც იძენს კაცი. როგორც დედა, სასწორი ძალიან ყურადღებიანი, მზუნველი და თბილია. ბავშვები ღმერთებენ მას, მისი მოსიყვარულე ხასიათის და გამუდმებით შესაშურ ფორმაში ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, სასწორი დედა, ყოველთვის არის ავტორიტეტი და სიამაყის საგანი საკუთარი შვილებისთვის.