კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.
კუროს სექსუალური თავსებადობა დანარჩენ ნიშნებთან
კურო-ვერძი ორი განსხვავებული ტემპერამენტის მქონე პიროვნებაა. კურო ვერ იტანს როცა აჩქარებენ, ვერძს კი კუროს ზოზინი აღიზიანებს. კონსერვატორული ბუნების გამო კუროებს საკმაოდ სუსტად აქვთ განვითარებული გრძნობითი ფანტაზიის უნარი, მაშინ როცა ვერძი აღმერთებს კრეატივს საწოლში. ამიტომ სასურველია კურომ ასე თუ ისე მაინც აუბას მხარი საკუთარ მეწყვილეს სექსში. თუ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, ვერძი-კუროს წყვილი ხანგრძლივი დროით შესძლებს მყარი ურთიერთობის შენარჩუნებას.
კურო-კურო ამ ორის თავსებადობა გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკმაოდ პრობლემატურია. ქალი კურო გაცილებით უფრო სენტიმენტალურია სასიყვარულო საკითხებში, მაშინ როცა მამაკაცი კურო თავიდან-ფეხებამდე რეალისტია. მას მიაჩნია, რომ ქალთან ზედმეტი ენის მოჩლექა და სინაზე, სულაც არ არის საჭირო. ქალ კუროს კი მამაკაცისგან მაქსიმალური ყურადღება და განებივრება სჭირდება. ამიტომ ამ ორს შორის კავშირი, შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს ხასიათების სხვაობის გამო.
კურო-ტყუპი საკმაოდ რთული კავშირია. ცვალებადი, თავქარიანი და არასტაბილური ტყუპები ნებისმიერი კლასიკური კუროს ნერვულ სისტემაზე დამანგრევლად მოქმედებს. თავის მხრივ ტყუპში გაღიზიანებას იწვევს კუროს მოუხეშავი საქციელი და ზედმეტად მამაპაპური დამოკიდებულება სექსში პარტნიორის მიმართ. აქედან გამომდინარე, სასურველია, კურომ ცოტაოდენ ფანტაზიას მოუხმოს და თამამად აჰყვეს საკუთარ ჰაეროვან მეწყვილეს ექსპერიმენტებში.
კურო-კირჩხიბი მართალია საწყის ეტაპზე კირჩხიბი კუროს ერთობ პერსპექტიულ და სასურველ პარტნიორად ეჩვენება, მაგრამ კიბოს მუდმივად ცვალებადი ხასიათი და ნაირ-ნაირი შიშები, რეალისტი ხარის გაღიზიანებას იწვევს. თუმცა თუკი კირჩხიბი დარწმუნდა კუროს საიმედოობაში (რაც უდავოდ სახეზეა) მაშინ შეიძლება ამ წყვილს ხანგრძილივი და იდეალური ურთიერთობა ჰქონდეს წლების მანძილზე.
კურო-ლომი კავშირი საკმაოდ პრობლემატურია, ძირითადად იმ მიზეზის გამო, რომ კუროს მოუწევს ლომისთის დამხასიათებელ მეფურ (დედოფლურ) მანერებს აუღოს ალღო. გარდა ამისა, ლომის მხურვალე ტემპერამენტი და გამუდმებით საზოგადოებაში ყოფნის სურვილი, სიმშვიდის მოყვარულ კუროში გაღიზიანებას იწვევს. გაღიზიანებული კურო კი სექსისთვის საეჭვოა ვინმემ განაწყოს.
კურო-ქალწული საკმაოდ ჰარმონიული კავშირია. თუმცა კუროს ხასიათში ვენერა მძლავრობს, ამიტომ გაცილებით უფრო რომანტიულად ეკიდება პარტნიორობის საკითხს, მაშინ როცა ქალწული ზედმეტად პრაგმატულად უყურებს ნებისმიერ ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, კურო შეიძლება გააღიზიანოს ქალწულის მეწვრილმანეობამ და პურიტანულმა შეხედულებებმა სექსში.
კურო-სასწორი ძალიან კარგი კავშირია. სასწორი და კურო, ორივე ვენერით მართული ნიშნებია, ამიტომ კუროსთვის სასწორ პარტნიორს მოაქვს ის, რაც მას ძალიან ესაჭიროება სექსუალური კუთხით ბოლომდე გასახსნელად – ემოციური სითბო და კომფორტი. თავის მხრივ კურო ყოველთვის ითამაშებს დომინანტის როლს საწოლში, რაც ძალიან მოეწონება ბუნებით პარტნიორზე დამოკიდებულ სასწორს.
კურო-მორიელი მართალია. ისინი ოპოზიციურ ნიშნებს წარმოადგენენ და რეალურ ცხოვრებაში არსებობს ბევრი ფაქტორი რაც მათ ერთმანეთში აღიზიანებთ, მაგრამ საწოლი ოთახი ის ტერიტორიაა, სადაც ამ ორს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა დაზავებით სრულდება. როგორც კურო, ისე მორიელი ძალიან დიდი სექსუალური ენერგიის და მადის პატრონია, ამიტომ მათ ერთმანეთის სახით საუკეთესო მეწყვილის შეძენა შეუძლიათ ამ მხრივ. მთავარია ცხოვრებისეულ საკითხებში უთანხმოებამ არ გააფუჭოს მათი კავშირი.
კურო-მშვილდოსანი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი კავშირია. მათ შორის შესაძლოა დიდი ფიზიკური მიზიდულობა გაჩნდეს, მაგრამ თავისუფლების მოყვარული და მოხეტიალე მშვილდოსანი, ვერაფრის დიდებით ვერ შეეგუება კუროს მცდელობას "მოკლეზე დააბას" იგი. კურო კი თავის მხრივ მესაკუთრე ნატურაა, ამიტომ კონფლიქტი გარდაუვალია თუ კომპრომისი არ მოიძებნა.
კურო-თხის რქა ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია. ისინი ერთმანეთს არამარტო ხასიათით, სექსუალური ტემპერამეტის მხრივაც ძალიან ჰგვანან. არც ერთი მათგანი არ ხასიათდება ვნებების აყოლით და საწოლ ოთახში სიგიჟეების კეთებისკენ მიდრეკილებით. მათ შეუძლიათ ერთმანეთს სიამოვნება მიანიჭონ როგორც საწოლში, ისე ყოველდღიურ ურთიერთობაში როგორც მეუღლეებმა. ამ ორის ურთიერთობა პატარ-პატარა წვრილმანებისგან შედგება, რაც საბოლოო ჯამში მყარ და ხანგრძლივ კავშირს ქმნის პარტნიორებს შორის.
კურო -მერწყული მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. გონებრივი აქტივობით გამორჩეული მერწყული, სექსის საკითხით ისე არ ინტერესდება როგორც მიწიერი კურო. მერწყულებს როგორც წესი სექსუალური ლტოლვა პარტნიორის მიმართ, მენტალური და ინტელექტუალური ჰარმონიის საფუძველზე უჩნდებათ. რაც კუროსთვის საკმაოდ გაუგებარი საკითხია.
კურო -თევზები მეტ-ნაკლებად თავსებადი წყვილია. თევზების ემოციური, ცვალებადი ბუნება ხშირად გაუგებარი შეიძლება იყოს კუროსთვის, რომელიც რეალისტურად უყურებს ამ ქვეყნად ყველაფერს. მათ შორის სექსუალურ ურთიერთობებსაც. თუკი თევზები შეძლებს კუროს თავგზა ზედმეტად არ აუბნიოს, საკუთარი ემოციური ხუშტურებით კუროს სახით იგი ერთგულ, მოსიყვარულე და სტაბილურ მეწყვილეს შეიძენს.