მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.
მერწყულის სექსუალური თავსებადობა დანარჩენ ნიშნებთან
მერწყული ვერძი – ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში წარმატებული თუმცა მოკლევადიანია. მერწყული და ვერძი, ორივე სიახლის მოყვარული და ექსპერიმენტატორი ნიშანია. თანაც ამ ურთიერთობაში, როგორც წესი, ყოველთვის ვერძი ლიდერობს. თუმცა თავისუფლებისმოყვარე მერწყული ზოგჯერ კატეგორიულად არ აღიარებს ვერძის ლიდერობას და სწორედ აქ იწყება კონფლიქტი. რასაც შესაძლოა მათი ურთიერთობა სამუდამოდ შეეწიროს.
მერწყული კურო – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. გონებრივი აქტივობით გამორჩეული მერწყული, სექსის საკითხით ისე არ ინტერესდება, როგორც მიწიერი კურო. მერწყულებს, როგორც წესი, სექსუალური ლტოლვა პარტნიორის მიმართ, მენტალური და ინტელექტუალური ჰარმონიის საფუძველზე უჩნდებათ. რაც კუროსთვის საკმაოდ გაუგებარი საკითხია.
მერწყული ტყუპი – ემოციური, ცვალებადი და სიახლეების მოყვარული ტყუპი შესანიშნავად უგებს ნოვატორ და კრეატიულ მერწყულს. ამ ორს შორის შესანიშნავი კავშირი ყალიბდება, როგორც მენტალური, ისე სექსუალური თავსებადობის კუთხით, რასაც დრო კიდევ უფრო ამყარებს. ამ წყვილს შეუძლია ერთმანეთი ორიგინალური საქციელის ჩადენისკენ წააქეზოს და ამის ხარჯზე მათი კავშირი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.
მერწყული კირჩხიბი – თავქარიანი, არაპროგნოზირებადი მერწყული, კირჩხიბის ფსიქიკას და ისედაც რყევაშეპარულ თვითშეფასების კოეფიციენტს, საერთოდ თავდაყირა დააყენებს. მერწყულის მოთხოვნილებას არასოდეს შეიზღუდოს თავი ვალდებულებებით, კირჩხიბის დანერვოზება შეუძლია, ამიტომ ამ ორს შორის სექსუალური კავშირიც კრახის მომტანი შეიძლება იყოს.
მერწყული ლომი – მათ შორის შესაძლოა ძალიან ორიგინალური და მხურვალე რომანი გაჩაღდეს. ბუნებით ექსპერიმენტატორი მერწყული ყოველთვის შეძლებს ლომში აღფრთოვანება და დაინტერესება გამოიწვიოს. თუმცა, ლომი ასევე შეიძლება გააღიზიანოს მერწყულისთვის დამახასიათებელმა ცნობისმოყვარეობამ და ანალიზის უნარმა. მართალია, მერწყულებს ჭკუის სწვალებისკენ მისწრაფება არანაირად არ ახასიათებთ, მაგრამ მათი დაკვირვების საგნად ქცეულ ლომს ხშირად საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება და ეშინია პარტნიორს თვალში სასაცილოდ არ გამოჩნდეს.
მერწყული ქალწული – მართალია ამ ორს შორის ხშირად ყალიბდება შესანიშნავი გონებრივ-ინტელექტუალური კავშირი, მაგრამ მერწყულის მიდრეკილება ექსპერიმენტებისკენ და უპასუხისმგებლობა, ხშირად იწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუკი ამ ლაფსუსს უგულვებელყოფთ, ამ ორისგან მშვენიერი წყვილი შეიძლება დადგეს, მაგრამ მოკლევადიანი პერსპექტივით.
მერწყული სასწორი – ერთ-ერთი იდეალური და ჰარმონიული წყვილია. ურთიერთობა როგორც წესი, ყოველთვის მერწყულის მიერ დაწერილი ორიგინალური სცენარით ვითარდება, რომელსაც სასწორი სიამოვნებით ააყოლებს საკუთარი ცხოვრების რიტმს. მათ შორის შესანიშნავი თანხვედრაა, როგორც ემოციური, ისე სექსუალური, მენტალური და ინტელექტუალური კუთხით.
მერწყული მორიელი – საკმაოდ არასტაბილური და შეუსაბამო წყვილია. როგორც ემოციურად, ისე სექსუალური კუთხით. მორიელს ძალიან უჭირს მერწყულის არაპროგნოზირებად და თავქარიან ბუნებას გაუგოს, მაშინ როცა მერწყული თავის მხრივ მორიელის მხრიდან გამოხატულ მესაკუთრულ თვისებებს გააფთრებამდე მიჰყავს.
მერწყული მშვილოდსანი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია, როგორც ემოციური, ისე მენტალური და სექსუალური თავსებადობის კუთხით. მერწყული, რომელიც გაცილებით უფრო დიპლომატიური და ლოიალური ნიშანია, ხშირად ინარჩუნებს ურთიერთობაში დამბალანსებლის როლს, ხოლო სექსუალურ ურთიერთობაში წინააღმდეგი არასოდესაა მშვილდოსანთან ერთად სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატაროს საწოლში.
მერწყული თხის რქა – ამ ორს შორის სექსუალური ლტოლვა და მხურვალე რომანი, შესაძლოა ძალიან კარგ მეგობრობაში გადაიზარდოს. თხის რქისთვის რთულია, დააკმაყოფილოს მერწყულის მოთხოვნილება ექსპერიმენტების მიმართ. არა იმიტომ, რომ მას საამისოდ ტემპერამენტი არ უწყობს ხელს, არამედ იმიტომ, რომ იგი უბრალოდ ძალიან ჯიუტი და კონსერვატორია. შესაბამისად, სიახლეები აშინებს. მერწყული კი ყოველთვის ეძებს ნოვაციას. მათ შორის სექსუალური კუთხით.
მერწყული მერწყული – საკმაოდ ჰარმონიული და კარგი წყვილია. ორივე გამომგონებლური ნიჭით, ექსპერიმენტებისა და სიახლის სიყვარულით გამოირჩევა. ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ როგორც მენტალური, ისე ფიზიკური აქტივობის კუთხით. მათ ყოველთვის გააჩნიათ სასაუბრო თემა, საწოლშიც კი. ამიტომ ორი მერწყულის წყვილი ერთად არასოდეს მოიწყენს.
მერწყული თევზები – ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. მათ შორის დიდი სექსუალური მიზიდულობაა, რომელიც ხასიათების აბსოლუტური სხვაობის გამო შესაძლოა მძაფრსიუჟეტიან მელოდრამაში გადაიზარდოს. სენსიტიური თევზები, ზედმეტად დამოკიდებული ხდება ემოციურად თავისუფლებისმოყვარე და ზედაპირულ მერწყულზე. რომელიც აუცილებლად შეეცდება თავი გაითავისუფლოს ზედმეტი პასუხისმგებლობისგან.