სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ტყუპი?

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ტყუპი?

არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

ტყუპის სექსუალური თავსებადობა სხვა ნიშნებთან

ტყუპი-ვერძი – ერთიც და მეორეც ენერგიული, ექსპერიმენტების მოყვარული და კრეატიული ნატურაა. ამიტომ სექსშიც ისევე ჰარმონიულად ავსებენ ერთმანეთს, როგორც ცხოვრებაში. ვერძში აღფრთოვანებას იწვევს ტყუპის არაპროგნოზირებადი და ექსცენტრული ხასიათი, მაშინ როცა ტყუპს თავის მხრივ ვერძის ბრუტალური სექსუალურობა იზიდავს, რასაც შესანიშნავად ერწყმის ბავშვური სიალალე და ინფანტილიზმი.

ტყუპი-კურო – მესაკუთრე და საკმაოდ ეჭვიანი კურო, ძალიან რთულად ეგუება ტყუპის თავქარიანობას პარტნიორულ ურთიერთობაში. ხოლო ამ უკანასკნელის მიდრეკილება ვითომდა "უვნებელი ფლირტისკენ" სრულიად აცოფებს ბუნებით სტაბილურ ხარს. ტყუპისთვის კი კურო სექსუალური კუთხით საკმაოდ მოსაწყენი პარტნიორია, რომელსაც ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად მოუნდომებს შემცვლელის მონახვას, თუ რეალურად არა ფიქრებში მაინც.

ტყუპი-ტყუპი – საკმაოდ კარგი კავშირია. ხასიათებისა და ტემპერამენტის მსგავსების გამო ტყუპისთვის საკუთარი "თანამეზოდიაქოვე" შესანიშნავი პარტნიორი შეიძლება იყოს. თუმცაღა ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივა საეჭვოა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მხურვალე ვნება ამ ორს შორის მალე გადაიქცევა ქაოსად, რასაც ხელს ორივე მათგანისთვის დამახასიათებელი ფლირტის სიყვარული შეუწყობს.

ტყუპი-კირჩხიბი – ამ ორის ურთიერთობა მარტოოდენ არასასურველი კი არა, შესაძლოა ნეგატიური და სახიფათოც იყოს. კირჩხიბის ზემგრძნობადობა, ეჭვიანობის სცენები და მუდმივი მოთხოვილება პარტნიორს საცეცები მყარად მოსდოს, თავისუფლებისმოყვარე ტყუპში ისტერიკას იწვევს. მაშინ როცა ტყუპი უბრალოდ "სიყვარულობანას" თამაშით ერთობა და ცდილობს მორიგი მოკლევადიანი სექსუალური ურთიერთობა დაიწყოს ამ მეთოდით, კირჩხიბი უკვე საქორწინო კაბას (მომავალი სახლის პროექტს) და ბეჭდის ზომას არჩევს. თავად განსაჯეთ რა გამოვა ამ ურთიერთობიდან

ტყუპი ლომი – საკმაოდ კარგი კავშირია, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ნიუანსს რომ გამჭრიახი და ეშმაკი ტყუპი, ყოველთვის ახერხებს ლომი თავის ჭკუაზე ატაროს. სამაგიეროდ, სექსუალურ ურთიერთობაში ლომს მრავალფეროვნება ნამდვილად არ მოაკლდება. რის გამოც იგი დიდსულოვნად მისცემს ტყუპს იმდენ თავისუფლებას, რამდენსაც ეს უკანასკნელი მოითხოვს მისგან. იდეალური კავშირია, ურთიერთობის გაცილებით უფრო მყარი პერსპექტივით.

ტყუპი-ქალწული – საკმაოდ რთული კავშირია იმის გამო, რომ ქალწულს ტყუპი უმწიფარ საყვარლად მიაჩნია, რომელსაც დიდი არაფერი გაეგება სექსში. ტყუპი კი თავის მხრივ ქალწულს უხასიათო მუდოდ მიიჩნევს. ქალწულებს საკუთარი წესები გააჩნიათ, როცა საქმე სექსს ეხება, ტყუპი კი ექსპერიმენტატორია ბუნებით. თავდაპირველი მიზიდულობის გავლის მერე, ქალწული საყვედურებით მოაბეზრებს თავს ტყუპს, რომელიც თავის მხრივ უფრო საინტერესო კანდიდატურების ძიებით დაკავდება ინტენსიურად.

ტყუპი-სასწორი – მომხიბვლელი, ჰარმონიული და სამაგალითო წყვილია. ერთიც და მეორეც ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ ამ ორს შორის დიდი მსგავსებაა ხასიათებისა და ტემპერამენტის მხრივ, რაც კარგ სექსუალურ თავსებადობას გულისხმობს. არც ერთი არ ტანჯავს მეორეს ეჭვიანობის სცენებითა და სკანდალებით, ამიტომ ისინი შესანიშნავად იცავენ ბალანსს ურთიერთობისას. გარდა ამისა, ორივე ექსპერიმენტებისა და სპონტანური, დაუგეგმავი სექსის მოყვარულია. რის ხარჯზეც მათ ერთმანეთის გვერდით მოწყენა ნამდვილად არ ემუქრებათ.

ტყუპი-მორიელი – მართალია ამ ორს შორის საკმაოდ დიდი ფიზიკური მიზიდულობა ჩნდება ნაცნობობიდან მოკლე ხანში, მაგრამ მათი კავშირი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კარგი სექსი ყოველთვის არ არის ურთიერთობის გადარჩენის საფუძველი. მორიელი ბუნებით მესაკუთრე და ეჭვიანია, ტყუპი კი თავქარიანი და პოლიგამიური. აქედან გამომდინარე, მათ შორის ხმაურიანი გარჩევები ძალზე ხშირი იქნება. რაც შესაძლოა საბოლოოდ განშორებით და სამომავლოდ გრძელვადიანი მტრობითაც კი დასრულდეს.

ტყუპი-მშვილდოსანი – მათ შორის საკმაოდ ბევრი მსგავსებაა მიუხედავად ნიშნებს შორის ოპოზიციისა. ერთიც და მეორეც გახსნილი, უკომპლექსო და ღიაა, როცა საქმე სექსუალურ ურთიერთობას ეხება, ამიტომ მათი წყვილი არანაირი სახის ტაბუს არ სცნობს ინტიმის კუთხით. თუმცა პრობლემა შესაძლოა შექმნას ტყუპის მწარე ენამ და მშვილდოსნის მიერ პერიდულად გამოვლენილმა ჭკუის სწავლების სურვილმა ტყუპის მისამართით. თუმცა კონფლიქტი ამ შემთხვევაშიც მალე მოგვარებადია.

ტყუპი-თხის რქა – კონსერვატორული, დინჯი და საშინლად ჯიუტი თხის რქისთვის, ტყუპი ბავშვობაში ჩარჩენილი მოზარდია, რომელსაც არა და არ სურს გაზრდა. ამიტომ იგი ყოველთვის შეეცდება შეზღუდოს ამ უკანასკნელის თავისუფლება და ზრდასრული ადამიანივით მოქცევა აიძულოს. რასაც აუცილებლად მოჰყვება ხმაურიანი გარჩევები, რომელიც პერიოდულად შესაძლოა ვნებიანი შერიგებითაც დასრულდეს, მაგრამ მთლიანობაში კარგი სექსი მაინც ვერ გადაარჩენს ამ ურთიერთობას.

ტყუპი-მერწყული – ემოციური, ცვალებადი და სიახლეების მოყვარული ტყუპი შესანიშნავად უგებს ნოვატორ და კრეატიულ მერწყულს. ამ ორს შორის შესანიშნავი კავშირი ყალიბდება, როგორც მენტალური ისე სექსუალური თავსებადობის კუთხით, რასაც დრო კიდევ უფრო ამყარებს. ამ წყვილს შეუძლია ერთმანეთი ორიგინალური საქციელის ჩადენისკენ წააქეზოს და ამის ხარჯზე მათი კავშირი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.

ტყუპი-თევზები – როგორც წესი, თევზებს უზომოდ დიდი ფანტაზიის უანრი გააჩნიათ, მათ შორის სექსშიც. თუმცა საიმისოდ, რომ მან საკუთარ ფანტაზიებს მორცხვი და მორიდებული ბუნების გამო გასაქანი ბოლომდე მისცეს, ტყუპისთვის ფეხის აწყობა მოეთხოვება. გარდა ამისა, თევზები ზედმეტად ემოციურია ზედაპირული ტყუპის თვალში, რომელიც მხოლოდ აწმყოთი ცოცხლობს და ნაკლებად დარდობს ხვალინდელ დღეზე. მით უმეტეს, არასოდეს მისტირის წარსულს, რაც ბევრი თევზისთვის გახლავთ დამახასიათებელი.