სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ვერძი?

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ვერძი?

არა მხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

ვერძი-ვერძი

ამ კავშირში ქალი ვერძი ყოველთვის დომინანტია. თუმცა პერიოდულად მამაკაცი ვერძიც შეეცდება საბანი თავისკენ მოქაჩოს, რის გამოც წყვილს შორის ხშირი იქნება ემოციური სკანდალები, რაც, რაც არ უნდა საოცრად მოგეჩვენოთ ხანდახან ძალიან კარგი სექსით დასრულდება. თუმცა, ლიდერობისთვის ბრძოლამ შეიძლება ვერძების წყვილი მაინც მიიყვანოს დაშორებამდე.

ვერძი-კურო

სექსით დაკავება ვერძისთვის ემოციური ფონის თანხლებით ხდება, მაშინ როცა კურო სექსს აღიქვამს როგორც ბუნებრივ და აუცილებელ საჭიროებას (როგორიცაა მაგ. ჭამა, ძილი და ა.შ.), ამასთან ერთად, კუროს არც ვერძის სპონტანურად გაჩენილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეპიტნავება დევიზით "აქვე და ამ წამს". კუროები ხომ ყველაფერს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით აკეთებენ. თუმცა, თუკი კურო ვერძს სულ ცოტათი მაინც აჰყვება "თამაშში" მათ შორის შეიძლება იდეალურთან მიახლოვებული ფიზიკური სიახლოვე წარმოიშვას. რის ხარჯზეც არც ერთ მათგანს აღარ მოუნდება გვერდზე გახედვა.

ვერძი-ტყუპი

შესანიშნავი კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ორი ერთმანეთს ძალიან კარგად უბამს მხარს ტემპერამენტის მხრივ. ვერძიც და ტყუპიც ცვალებადობის, სპონტანურობის მოყვარული ნიშანია, ორივეს იზიდავს მძაფრი შეგრძნებები და დაუგეგმავი სექსი, ყოვლად ექსტრემალურ პირობებში (მაგ. სახურავზე, თვითმფრინავში და ა.შ.) ორივეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. ტყუპს, როგორც წესი, არ გააჩნიათ აკრძალვა და ტაბუ სექსუალური კუთხით, ამიტომ ვერძის "რქებით დაჭერას" იგი მანამ შესძლებს, სანამ ფანტაზიის უნარი არ ამოეწურება. ეს კი ტყუპებს იშვიათად მოსდით.

ვერძი-კირჩხიბი

როგორც წესი, კვადრატურის მქონე ნიშნები (ვერძი და კირჩხიბი ხომ კვადრატურას ქმნიან) ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას განიცდიან ყოველთვის ერთმანეთის მიმართ. თუმცა, პირველი ტალღის შემდეგ ხასიათებში იმდენად დიდი სხვაობა იჩენს თავს, რომ სექსუალური ჰარმონიის შენარჩუნება ერთობ რთული ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადიდებულ ტალღებში ნებისმიერ გემს ემუქრება ჩაძირვა.

ვერძი-ლომი

იდეალური თავსებადობაა უმეტეს შემთხვევაში, ამ ორის ტემპერამენტი ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. ორივე მათგანს გააჩნია მკვეთრად გამოხატული სექსუალურობა, ამიტომ მათ შორის დაწყებული რომანი რეკორდულ დროში ინაცვლებს საწოლი ოთახისკენ. და პერიოდულად წარმოქმნილი დავაც კი (რაც ძირითადად პარტნიორზე უფროსობის მოთხოვნილების გამო ხდება ორივეს მხრიდან) ყოველ ჯერზე ამაღელვებელი შერიგებითა და ვნებიანი სასიყვარულო ღამით სრულდება.

ვერძი-ქალწული

საწყის ეტაპზე ვერძის სიმამაცითა და უკომპრომისო ხასიათით, შესაძლოა ქალწული მოიხიბლოს კიდეც. იმიტომ რომ ვერძის ლოგინში შესატყუებლად მას არასოდეს ეყოფა ძალა, ამ უკანასკელმა თუ არ გადმოგდა მისკენ მომავალი ნაბიჯი. თუმცაღა მიუხედავად ამისა, ამ ორის ტემპერამენტი და სექსუალური მოთხოვნილებები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივა მიზერულია.

ვერძი-სასწორი

ვერძისთვის სასწორი ოპოზიციური ნიშანია, ამიტომ სანამ იგი პარტნიორის საუკეთესო თვისებებს ნათლად დაინახავს, შესაძლოა წყვილი არაერთგზის გაიყაროს და ისევ შერიგდეს. მართალია მათ შორის სავსებით შესაძლებელია ჰარმონიული სექსუალური კავშირი, მაგრამ სასწორი ვერძისგან ურთიერთობის დაჩქარებას ვერ აიტანს, ვერძს კი სასწორის მუდმივი ყოყმანი და ორჭოფობა აღიზიანებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ხომ პარტნიორის იდეალიზაციაა დამახასიათებელი. თუმცა თუ ვერძი უხეშ პირდაპირობას მოთოკავს ურთიერთობას საკმაოდ კარგი პერსპექტივა უჩანს.

ვერძი-მორიელი

ამ ურთიერთობის უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ რომ იდეალური სექსუალური თავსებადობაა. როგორც ვერძი, ისე მორიელი უზომოდ დიდი სექსუალური მადითა და პოტენციალით გამოირჩევა. ამასთან ერთად, ვერძისთვის მარტივია სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში აჰყვეს მორიელს, რომელიც თავის მხრივ აღმერთებს საწოლში სექსუალურ გართობას. მთავარია, მათ შორის ომი არ გაჩაღდეს დომინანტობის გამო ურთიერთობაში. სხვა შემთხვევაში კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.

ვერძი-მშვილდოსანი

ამ ორ ცეცხლის ნიშანს შორის ურთიერთობა, როგორც წესი, დრამატულად და ხმაურიანად მიმდინარეობს. მათი სექსუალური ტემპერამენტი მსგავსია, თუმცა მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ ცვალებადობასა და არასტაბილურობას ვერძის მხრიდან ისტერიკა შეიძლება მოჰყვეს; რის გამოც ამ ორის ურთიერთობას კარგი სექსუალური თავსებადობაც ვეღარ გადაარჩენს.

ვერძი-თხის რქა

საკმაოდ რთული კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერძის ფეთქებადი ტემპერამენტი და ექსპერიმენტების სურვილი საწოლში, ტრადიციულ და თავშეკავებულ თხის რქას საგონებელში აგდებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტემპერამენტის მხრივ თხის რქა ვერძს რამეთი ჩამოუვარდება. მთავარია, ამ ორს შორის ემოციური ბალანსი შედგეს, დანარჩენი კი უკვე თავისით დალაგდება საძინებელ ოთახში.

ვერძი-მერწყული

ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში წარმატებული თუმცა მოკლევადიანია. მერწყული და ვერძი, ორივე სიახლის მოყვარული და ექსპერიმენტატორი ნიშანია. თანაც ამ ურთიერთობაში, როგორც წესი, ყოველთვის ვერძი ლიდერობს. თუმცა თავისუფლებისმოყვარე მერწყული ზოგჯერ კატეგორიულად არ აღიარებს ვერძის ლიდერობას და სწორედ აქ იწყება კონფლიქტი. რასაც შესაძლოა მათი ურთიერთობა სამუდამოდ შეეწიროს.

ვერძი-თევზები

საწყის ეტაპზე ვერძი შეიძლება ძალიან დააინტერესოს თევზების იდუმალებით მოცულმა საქციელმა, რაც ძირითადად ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი სიმორცხვის ბრალია. თუმცა ვერძს შეუძლია ბოლომდე გახსნას თევზები სექსუალური კუთხით, თუ ეს უკანასკნელი ვერძის მხრიდან გამოვლენილ ინტენსიურ ცეცხლს არ შეუშინდება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?