ავტორი:

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

"ჩემმა უფროსმა ქალიშვილიმა, ჯენამ ცოტა ხნის წინ მითხრა: "როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მეშინოდა შენ და დედა არ განქორწინებულიყავით. 12 წლის ასაკში კი მეგონა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა, იმდენად ხშირად ჩხუბობდით". შემდეგ გაიღიმა და დაამატა: "ჩემო ძვირფასებო, მე ძალიან მიხარია, რომ პრობლემების მოგვარება შეძელით"

დიდი ხნის მანძილზე მე და ჩემს მეუღლეს, კერის ურთიერთობაში სირთულეები გვქონდა. ახლა უკვე დეტალურად აღარც მახსოვს როგორ მოვახერხეთ თავდაპირველი სიახლოვის აღდგენა. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ეს არ იყო ჩვენი ხასიათების დამსახურება, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ ვერ ეწყობოდა ერთმანეთს. რაც მეტად გრძელდებოდა ქორწინება, ჩვენი პიროვნული განსხვავებები უფრო შესამჩნევი ხდებოდა.

როდესაც მე "მდიდარი და ცნობილი" გავხდი, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიბზარა. პრობლემები გაძლიერდა. იმდენად აუტანლი იყო ერთად ცხოვრება, რომ ყოველი წიგნის ტური ერთგვარ ამოსუნთქვად და მისგან დასვენებად მეჩვენებოდა. თუმცაღა ერთმანეთისაგან ამ მცირეოდენ დასვენებას მთლიანად ვინაზღაურებდით ხმაურიანი დაბრუნებით.

გამუდმებით ვჩხუბობდით და მშვიდი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელ ფუფუნებად მეჩვენებოდა. ჩვენს ირგვლივ ყრუ კედლები ავაგეთ, რომ საკუთარი თავი ნეგატივისაგან დაგვეცვა. განქორწინება უკვე ახლოს იყო და ეს თემა რამდენჯერმე განვიხილეთ კიდეც.

კიდევ ერთ ტურში ვიყავი, როცა ერთი აზრი დამებადა. მე და კერის მორიგი კონფლიქტი მოგვივიდა, კერიმ დამიკიდა ყურმილი, მე კი დავრჩი მარტო საშინლად აღელვებული და გაბრაზებული. ვცადე ღმერთამდეც კი მიმეწვდინა ხმა. არ ვიცი იმ ყვირილს რამდენად შეიძლება ეწოდოს ლოცვა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, არასოდეს დამავიწყდება.

ძალიან ძვირადღირებულ სასტუმროში ვიღებდი შხაპს და ვყვიროდი ღმერთის მისამართით, რომ ჩემი ქორწინება აუტანელი გახდა და ასე ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო.

თუმცა ჩემი სიძულვლი გაყრისადმი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ამ ტკივილის ატანა ჩემს ძალებს აღემატებოდა. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი - რატომ იყო ყველაფერი ასე რთულად? გულის სიღრმეში მე ვიცოდი, რომ კერი კარგი ადამიანი იყო, არც მე ვიყავი ცუდი, მაგრამ რატომღაც ერთად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. საერთოდ რატომ დავქორწინდი ადამიანზე, რომელიც ამდენად განსხვავდებოდა ჩემგან? ნუთუ მისთვის ასე რთულია შეიცვალოს?როცა ძალები საბოლოოდ გამომეცალა, განადგურებული და დანგრეული საშხაპეში იატაკე დავჯექი და ავტირდი. სადღაც სასოწარკვეთილების სიღრმიდან მე დამებადა ერთი აზრი: "რიკ, შენ არ შეგიძლია ის შეცვალო, მაგრამ თავად შეგიძლია შეცვლა". და სწორედ ამ მომენტში მე დავიწყე ლოცვა: "ღმერთო, თუ არ შემიძლია მისი შეცვლა, დამეხმარე შევცვალო საკუთარი თავი".

გვიან ღამემდე ვლოცულობდი და შემდეგ მთელი მომდევნო დღე, ვიდრე სახლისაკენ მივფრინავდი. ვლოცულობდი მაშინაც, როცა სახლში შევედი. იქ კი ცივი ცოლი დამხვდა, რომელსაც თითქოს ჩემი ცნობა გაუჭირდა.

როდესაც საწოლში გვერდიგვერდ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ვიწექით, ვგრძნობდი, რომ რეალურად ეს დაშორება რამდენიმე ასეული სინათლის წელი იყო. სწორედ ამ დროს მომივიდა კიდევ ერთი აზრი, უკვე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.

მეორე დილით გადავტრიალდი კერის მხარეს და ვკითხე: განაგრძეთ კითხვა

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები

როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე