სლავური ჰოროსკოპი - პერუნი 24 დეკემბერი /20 იანვარი

სლავური ჰოროსკოპი - პერუნი  24 დეკემბერი /20 იანვარი

ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

პერუნი

24 დეკემბერი-20 იანვარი

სლავური ლეგენდების თანახმად, ღმერთი პერუნი ჭაღარათმიანი მამაკაცის სახით გამოისახებოდა. ადამიანები, რომელთაც პერუნის პერიოდში უწევთ დაბადება, ფლობენ შანსებს საიმისოდ, რომ ცხოვრებაში იყვნენ მაქსიმალურად თავისუფალი და ამ თავისუფლების მოპოვებაში დაეხმაროს სხვებს. ასეთი ხალხი, ხშირად ირჩევს ჟურნალისტის, ლექტორის, განმანათლებლის პროფესიას. თუმცა აუცილებელია, ასევე ისიც, რომ პერუნის შვილმა დაიცვას ის უხილავი ზღვარი, რომელიც თავისუფლებასა და სითავხედეს შორის გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ არასოდეს შეურაცხოს სხვისი რწმენა ან ფასეულობები. ასეთ შემთხვევაში ადამიანი პერუნისთვის არ არსებობს ფაქტობრივად დაუპყრობელი მწვერვალი ან მიზანი, რომელსაც იგი ვერ განახორციელებს. კიდევ ერთი დამღუპველი თვისება და ნაკლი პერუნის ხასიათში არის გადამეტებული ხელგაშლილობა და პერიოდულად ტრაბახის სიყვარული. ასეთ ხალხს უყვარს, როცა საკუთარ თავზე იღებს ზედმეტად ბევრს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ პერუნი ვერ ასრულებს ვალდებულებებს და მისი პერსონა ხალხის თვალში ავტორიტეტს კარგავს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?