შესაბამისად, თუ თქვენი გარეგნული მონაცემებიც ისეთივე ჰარმონიული და დახვეწილია, როგორც ხასიათში გამოვლენილი ზომიერი პრინციპულობა, მისი გამუდმებული დილემა „დაქორწინდეს თუ არ დაქორწინდეს“, საბოლოოდ გადაიჭრება. შესაბამისად, მასაც ეშველება და თქვენც.
თუ ის მორიელია , მისთვის თავის მოსაწონებლად აუცილებელია ექსტრემალად დაიბადოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორიელისთვის „სიყვარული“ და „ტანჯვა“ სინონიმებია. ამიტომ, იგი დაუღალავად ეძებს პრობლემებს ქალის გამო, ან ქალს პრობლემებით. ხოლო, ამ ორიდან რომელ ერთ სცენარს გაითამაშებთ, ეს უკვე მთლიანად თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული.
თუ ის მშვილდოსანია , მთლად ილუზიონისტობამდე თუ ვერ ქაჩავთ, აუცილებლად ივარჯიშეთ შორ დისტანციაზე სირბილში, ან ჭოკით ხტომაში. საქმე ისაა, რომ მშვილდოსან მამრს ის ქალი მოსწონს მაინცდამაინც, რომელიც რაიმე მიზეზით გამუდმებით უსხლტება ხელიდან. ამიტომ, ან ცნობილი დევიდ კოპერფილდის მოსწავლე უნდა იყოთ, ან კარგად გაწვრთნილი მორბენალი, საიმისოდ, რომ მას თქვენი დევნა, მთელი სიცოცხლის მანძილზე ჰქონდეს გარანტირებული. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.