„თევზაობა“ მამაკაცებზე - როგორ მოვხიბლოთ ვერძი, კურო და ტყუპები

„თევზაობა“ მამაკაცებზე -  როგორ მოვხიბლოთ  ვერძი, კურო და ტყუპები

აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებ თქვენს თხოვნებს და ამჯერად ძლიერ სქესზე წარმატებული "თევზაობის" მეთოდების შესწავლას შევეცდებით ასტროლოგიური კუთხით.

თუ ის ვერძია , მის მოსახიბლავად პირველ რიგში კარგი გარეგნობა, დიპლომატია და გამჭრიახი გონება გესაჭიროებათ. ამასთან, არც ძალიან დამოუკიდებელი უნდა იყოთ, არც ზედმეტად მასზე დამოკიდებული. საიმისოდ რომ მან თქვენთან არ მოიწყინოს, ხშირად უნდა იცვლიდეთ იმიჯს, მაგრამ არა თავად მის მიმართ დამოკიდებულებას.

თუ ის კუროა, პირველ რიგში კარგი სურნელი უნდა აგდიოდეთ და სამზარეულოში ისე არ უნდა გრძნობდეთ თავს, როგორც გზააბნეული თხა ბიბლიოთეკაში. გარდა ამას, სტაბილური და გაწონასწორებული ხასიათითაც თუ მოიწონებთ თავს ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ - ეს კაცი თქვენია.

თუ ის ტყუპებია , მისი "დაბმა" პირველ რიგში ენით მოგიწევთ. დაანახეთ, რომ ყოველთვის გაქვთ თქვენ ორს სასაუბრო თემა. აქვე ისიც დაუფიქსირეთ, რომ მართალია, მის გარემოცვაში ყოფნა გსიამოვნებთ, მაგრამ სულაც არ გეჩქარებათ ურთიერთობის დაკანონება და მზად ხართ მასთან ლაქლაქში დრო თუნდაც საპენსიო ასაკამდე გაატაროთ.

მომდევნო სტატიაში კირჩხიბზე, ლომსა და ქალწულზე "თევზაობის"  მეთოდებს განვიხილავთ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?