განსაკუთრებული ვიზუალური მონაცემებით რომც არ იყოს გამორჩეული, თევზი ქალი ნაზი და სასიამოვნო გარეგნობის მაინც იქნება. ამასთან ერთად, მან ყოველთვის უშეცდომოდ იცის, სად, როგორ და რა სიტუაციაში გამოიყენოს თავისი ქალური შარმი და მომხიბვლელობა. ამიტომ, გასაკვირი არაა, ის ფაქტი რომ მათი ბავშვური გულუბრყვილობა და დაუცველი იმიჯი, ბევრ მამაკაცზე მოქმედებს მომაჯადოებლად. ეს ის ქალია, რომელსაც ოსტატურად შეუძლია, ძლიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს, საჭიროდ და ყოვლისშემძლედ აგრძნობინოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ხშირად ჯადოსნური ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას წააგავს. ბევრი თევზი ქალი, გასაოცარი სულიერი სიძლიერით და ამტანობით გამოირჩევა. ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თევზმა ქალმა ყოველთვის იცის სასურველ მიზანს როგორ და რა საშუალებით მიაღწიოს. არცთუ იშვიათად ხდება, ისიც რომ ზემოთ თქმული მიზნების მისაღწევად, იგი საკუთარ ვიზუალურ მონაცემებს და ქალურ მომხიბვლელობასაც აქტიურად იყენებს. პლანეტა ნეპტუნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მფარველობს, თევზ ქალს გასაოცარი ინტუიციურობით და ადამიანთა ფსიქოლოგიაში ადვილად გარკვევის ნიჭით აჯილდოვებს. აქედან გამომდინარე, ტიპიური თევზი ქალი ხშირადაა მეგობრების მესაიდუმლე და საუკეთესო მრჩეველი. უნარი, იყოს კარგი მსმენელი, ისე რომ მოსაუბრე არასოდეს გააკრიტიკოს და დაძაბოს, ამ ქალთან ურთიერთობისკენ არამარტო ქალთა საზოგადოებას, მამაკაცებსაც იზიდავს. მას შეუძლია, თქვენი ყველაზე ამაზრზენი და სამარცხვინო საქციელიც კი მშვიდი, გულმოწყალე ღიმილით მოისმინოს. რაც დამეთანხმებით საუკეთესო მიზეზია, საიმისოდ რომ ამ ადამიანთან ურთიერთობას მომავალში ეძებდეთ. თევზი ქალების უმრავლესობას თანდაყოლილი, ძალიან დახვეწილი გემოვნება და სტილის შეგრძნება გააჩნია. ისინი აღმერთებენ ძვიფრასი ფაქტურის სამოსს, ატლასს, ქიშმირს, ბუკლეს. არანაკლებ სისუსტეს ამჟღავნებენ სუნამოების და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებების მიმართ. რაც დამეთანხმებით საკმაოდ დიდ ბიუჯეტს მოითხოვს. თუმცა ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, თევზებისთვის აფსოლუტურად აუთვისებელი სფეროა. ამიტომ თევზ ქალს, ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაც წარმომადგენლებს, ფინანსებთან მიმართებაში ძალზე დაუდევარი დამოკიდებულება გააჩნია.
ტიპიური წარმომადგენელი - მოდელი ნატალია ვოდიანოვა
ფული მის ხელში ისე ქრება, როგორც საპნის ბუშტები მზეზე. აქედან გამომდინარე, თუკი მასთან ერთად აპირებთ ცხოვრების გატარებას, კარგი იქნება ზემოთხსენებულ ნიუანსს თუ გაითვლისწინებთ და ოჯახურ ბიუჯეტს მთლიანად მას არ გადააბარებთ, თორემ ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულს, სავსე მაცივრის ნაცვლად, გუჩის ძვირადღირებულ კაბაში გამოწყობილი მეუღლე დაგხვდებათ, რომელიც აცრემლებული აღიარებს იმას, რომ თავადაც არ იცის როგორ „შემოეყიდა“ ეს ლამაზი ნივთი. ძლიერ სქესთან დამოკიდებულებაში, თევზი ქალი ლოიალური, დამთმობი და კეთილმოსურნეა. სწორედ ეს თვისებები ეხმარება მას იმაში, რომ ყოველთვის მიიღოს ის რაც უნდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან. გასაოცარი ნიჭი, კონფლიქტური სიტუაციის შექმნისას მომხიბვლელი ღიმილით უპასუხოს მოწინააღმდეგეს და თევზივით, მშვიდად გაერიდოს დაძაბულ სიტუაციას, ხშირად ეხმარება მას იმაში, რომ ნებისმიერი გართულება, მისთვის სასურველი შედეგის მიღებით მოგვარდეს. საიმისოდ, რომ უხერხულ შეკითხვებზე პასუხებს თავი აარიდოს, ან პასუხისმგებლობას დაემალოს, თევზ ქალს უწყინარი ტყუილების თქმაც შეუძლია ხანდახან. ხოლო დაძაბულ სიტუაციაში, იგი ასეთივე ოსტატობით მოახერხებს, საკუთარი შინაგანი აფორიაქება, ზრდილობიანი ღიმილით დაფაროს. როგორც დედა, თევზი ქალი უზომოდ მოსიყვარულე, მზრუნველი და თბილია. თუმცა ხასიათის სირბილიდან გამომდინარე, ბავშვების მყარ პრინციპებზე აღზრდა ხშირად უჭირთ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს. სამაგიეროდ, ისინი იმ დედების კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელთაც შვილები ცხოვრების ბოლომდე საკუთარ მესაიდუმლედ აღიარებენ და მისგან დამალული არაფერი აქვთ.