თქვენი მამაკაცი დომინანტი პლანეტის მიხედვით - იუპიტერიანელი

თქვენი მამაკაცი დომინანტი პლანეტის მიხედვით - იუპიტერიანელი

აქტიურად ფიგურირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი "იუპიტერიანელი" ყოფილა. ხოლო თუკი მის რუკაში მარსი ჭარბობს – მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გული "მარსიანელს" დაუპყრია. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას.

იუპიტერიანელი ანუ "იღბალა"

"მოდი, ვილაპარაკოთ..."

თუკი თქვენი "გულის ვალეტი" იუპიტერიანელია ანუ ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი, ასც. ან მარსი მშვილდოსანში იგი დიდსულოვანი, გულუხვი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი იქნება. ამ ადამიანს ძალიან მოსწონს სხვების დამშვიდება, სხვადასხვა  პოლემიკაში ჩართვა და საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა. ზოგადად "მფარველის" როლი ყველაზე საყვარელი ამპლუაა მისთვის. ამიტომ ნუ დაუშლით მას იმას, რომ თქვენზე იზრუნოს, ხშირად მოგცეთ რჩევები და ჭკუა დაგარიგოთ. საზოგადოებაში "იუპიტერიანელის" ცნობა საკმაოდ ადვილია, მას მუდამ ახვევია გარშემო ხმაურიანი კამპანია და დიდი სამეგობრო. იგი ღიმილიანი, მხიარული და ენამოსწრებულია. ასეთ მამაკაცებს კარიერაშიც ხშირად უმართლებთ. ისინი შედარებით ადვილად ახერხებენ წინსვლას კარიერულ კიბეზე. პირად ურთიერთობაში, იგი მოსიყვარულე და მეგობრულია. უყვარს იზრუნოს რჩეულზე ე.წ. "მამაშვილურად" – ასწავლოს, დახვეწოს და "ხალხში გამოიყვანის" იგი. რითაც შემდეგ ძალიან იამაყებს. თუმცა ნებისმიერი სახის წინააღმდეგობას ან ზეწოლის მცდელობას საყვარელი ადამიანის მხრიდან, იუპიტერიანელი მამაკაცი აღშფოთებაში მოჰყავს. მასთან კონსენსუსის მიღწევა მხოლოდ გულწრფელი და პირდაპირი საუბრითაა შესაძლებელი. ამიტომ უმჯობესია ნებისმიერი სახის პრობლემა მასთან დიალოგის გზით მოაგვაროთ. ასეთ საქციელს თქვენი იუპიტერიანელი ძალიან მიესალმება და დააფასებს. თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა, შეეცადეთ მას "ოჯახური ლიდერის" როლი დიდსულოვნად დაუთმოთ და თქვენ ცოტა ხნით მეორე ვიოლინოს ფუნქციებით დაკმაყოფილდეთ. მერწმუნეთ მას საინტერესოდ მოეჩვენება კიდევ ერთხელ მოახდინოს თანდაყოლილი ორგანიზატორული ნიჭის და სხვებზე მფარველის როლის დემონსტრირება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?