, თუკი თქვენი საყვარელი ადამიანის კოსმოგრამაში აქტიურად ფიგურირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი "იუპიტერიანელი" ყოფილა, ხოლო თუკი მის რუკაში მარსი ჭარბობს – მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს რომ, თქვენი გული "მარსიანელს" დაუპყრია. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას...
ურანიანელი
თუკი მამაკაცს პირად რუკაში ურანი აღენიშნება დომინანტურ პლანეტად – მზე ან ასცენდენტი მერწყულში, მეთერთმეტე სახლების ინტენსივობა, იგი ექსცენტრული ხასიათის, მაგრამ ძალზე კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანი იქნება. არ მოგატყუოთ მისმა ერთი შეხედვით კომუნიკაბელურმა, უკონფლიქტო ხასიათმა, თქვენს ჭკუაზე სიარულს მას ვერასოდეს და ვერანაირი ხერხებით ვერ აიძულებთ. ურანის გავლენის მქონე ხალხი, საკუთარი წესებითა და პრინციპებით ცხოვრობს. შესაბამისად, ერთხელ ჩამოყალიბებულ აზრს იგი არაფრის დიდებით არ შეიცვლის, რაც არ უნდა დიდი ზეწოლა განიცადოს ვინმესგან. შესაბამისად, მცდელობებს, როგორმე უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაადგმევინოთ თქვენი ურთიერთობის დასარეგულირებლად, არავითარი შედეგი არ მოჰყვება, მანამ სანამ თავად არ გააცნობიერებს ამ ზემოთ ხსენებული ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას. თუ მაინც დაიჟინებთ, შესაძლოა მან უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტოს თქვენთან ყველანაირი კონტაქტი. თავისუფლების სიყვარული ამ ხალხს ყველაზე და ყველაფერზე ძვირი უღირს. შესაბამისად თუ მზად ხართ ურანიანელს იმდენი თავისუფლება მიანიჭოთ, რამდენიც მას ესაჭიროება, არასოდეს გააკრიტიკოთ ე.წ. "ღრუბლებში ფრენის გამო" (რაც ამ ადამიანებისთვის სავსებით ბუნებრივი საქციელია), მოთმინებით მოეკიდოთ მის არაპროგნოზირებად ქცევებსა და აიტანოთ მისგან კონკრეტული "კის" და "არას" ნაცვლად ნათქვამი "შესაძლოა", გამორიცხული არაა თქვენგან კარგი წყვილი დადგეს. სხვა შემთხვევაში კი აჯობებს, გაცილებით უფრო მიწიერი თაყვანისმცემლის საძებნელად გაეშუროთ.