თქვენი მამაკაცი დომინანტი პლანეტის მიხედვით - "მარსიანელი"

თქვენი მამაკაცი დომინანტი პლანეტის მიხედვით -  "მარსიანელი"

თქვენი საყვარელი ადამიანის კოსმოგრამაში აქტიურად ფიგურირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი "იუპიტერიანელი" ყოფილა, ხოლო თუკი მის რუკაში მარსი ჭარბობს – მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გული "მარსიანელს" დაუპყრია. მოდით დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას.

თავქარიანი "მარსიანელი"

" ოღონდ, ცრემლების და სენტიმენტების გარეშე! "

თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი გამოკვეთილი მარსიანელია – (ზოდიაქოს ნიშნით ვერძი, ასცენდენტით ან მარსით ვერძი, აქტიური პირველი სახლი) იგი საკმაოდ რთული ხასიათის იქნება და ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ. სამაგიეროდ, განუმეორებელი ხიბლი და ქარიზმატულობა გააჩნია, რაც ასე იზიდავს მისკენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს. ერთი მხრივ იგი ენეგრიული, ვაჟკაცური, ცოტათი თავზეხელაღებული ტიპია, მეორე მხრივ – იმპულსური, ფიცხი, თავშეუკავებელი და უტაქტო. ის არასოდეს იტოვებს ემოციებს გულში; ამიტომ, რასაც ფიქრობს იმას ამბობს, შესაბამისად ყოველთვის არ არის სასიამოვნო იმის მოსმენა რასაც იგი პირდაპირ გეუბნებათ.

იგი მოუთმენელი და უხეშია, ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას და ძალდატანებას. მთელი ცხოვრების მანძილზე, გამუდმებით ახერხებს ათასგვარი სახის შარში გაჰყოს თავი, უყვარს კონფლიქტური სიტუაციები და ზოგადად მუშტიკრივი, ჩხუბი (მარსი ხომ ომის პლანეტაა). ხშირად ახასიათებს საკუთარი აზრი სხვებს მოახვიოს თავზე. მასთან ერთჭერქვეშ ცხოვრებას, მოკლევადიანი რომანტიკული ურთიერთობა ჯობია, იმიტომ რომ ოჯახში ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის "ქრონიკული თავის ტკივილია". მის გვერდით მხოლოდ დამთმობი, მომთმენი და უპრეტენზიო ქალი თუ გაძლებს. თანაც ისეთი, ვისაც მისი "ფესვების გადგმამდე ლოდინი" და უპირობო სიყვარული შეუძლია.

თუკი ასეთი ტიპის მამაკაცთან ურთიერთობის დარეგულირება გინდათ, თავი დაანებეთ მისთვის რჩევების მიცემას ან საყვედურებს, ამით მასში მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევთ. თავს თქვენ წინაშე დამნაშავედ რომც თვლიდეს, გულის სიღრმეში, რეალურად არასოდეს აღიარებს რომ შეცდა. ამიტომ მასთან უსიტყვო კაპიტულაცია ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია რაც შემიძლია გირჩიოთ.

ნუ შეეცდებით მისით მანიპულირებას ან ზეწოლის შედეგად მისგან სასურველი ქმედების მიღებას. შედეგი ზუსტად საპირისპირო იქნება. და მაინც ნუთუ ასეთი უიმედოა მდგომარეობა იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. მარსიანელის საუკეთესო თვისება საიმედოობაა, თუ მან პირობა მოგცათ იგი საკუთარ სიტყვას შეასრულებს კიდეც. მოკლედ, "სიტყვის კაცია". ამასთან ერთად, ბავშვივით ხალისიანი და გულუხვია (რა თქმა უნდა, როცა კარგ ხასიათზეა!). სუსტების მფარველობა-დაცვა სისხლში აქვს გამჯდარი და არასოდეს შეეგუება უსამართლოდ ვინმეს ჩაგვრას. მასში იმდენადაა ფესვგადგმული პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ შეუძლია ამის გამო დიდ მსხვერპლზეც წავიდეს. ქალს, რომელსაც მისი "მოთვინიერების" სურვილი აქვს, ლოიალურობასთან ერთად, სექსუალური ტემპერამენტის ინტენსივობაც უნდა გამოარჩევდეს სხვებისგან, იმიტომ რომ სექსი ამ მამაკაცისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია პარტნიორთან ხანგრძლივი კავშირის შესანარჩუნებლად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?