მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი "იუპიტერიანელი" ყოფილა. ხოლო თუკი მის რუკაში მარსი ჭარბობს – მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გული "მარსიანელს" დაუპყრია. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას.
მთვარეული
"იყუჩე, ლამაზო"
მამაკაცი, რომელსაც რუკაში დომინანტურ პლანეტად მთვარე აღენიშნება (ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბი, მთვარე ან ასცენდენტი კირჩხიბში, მეოთხე სახლების ინტენსივობა) ერთი შეხედვით მორცხვი, ჩაკეტილი და ასოციალური ტიპია. მას არ უყვარს ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნა. მით უმეტეს, არ მოსწონს, როცა მისი პერსონა გადამეტებული ყურადღების ცენტრში ექცევა. იგი ძალიან ემოციურია და ნებისმიერ წვრილმანზე შეუძლია განაწყენება, იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტად ახლოს მიაქვს გულთან. "მთვარეული" მამრები ბუნებით რომანტიკოსები და სენტიმენტალურები არიან, ამიტომ ხშირად ცხოვრობენ ილუზიების ტყვეობაში და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს იმ თვისებებს მიაწერენ, რაც მათ რეალურად არ აქვთ. აქედან გამომდინარე, "მთვარეული" ხშირად იმედგაცრუებული რჩება ურთიერთობის ბოლოს და ახალი "იდეალის" ძიებას იწყებს. ამასთან ყოველ ჯერზე მტკიცედ სწამს, რომ ეს არის ის "ერთადერთი და განუმეორებელი", რომელთანაც სამარადჟამო ბედნიერება ელოდება.
ქალი, რომელსაც "მთვარეულის" მოხიბვლა სურს, აუცილებლად უნდა იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე ტიპი. უნდა შეეგუოს მის გამუდებით ცვალებად განწყობას (რომელიც მთვარის ფაზების შესაბამისად იცვლება) და რაც მთავარია, იყოს მზად ლოდინისა და მოთმინებისთვის. იმიტომ რომ, სანამ ეს მამაკაცი სერიოზულ ურთიერთობას გადაწყვეტს, არაერთგზის წავა და მოვა, მერე ისევ წავა და დააკვირდება, რამდენად უღირს მას თქვენთან გრძელვადიანი ურთიერთობის გაგრძელება. ამასთან ერთად, მოგიწევთ მისი პატარ-პატარა ცელქობებიც აიტანოთ. იმიტომ რომ, ზემოთ ხსენებული "წასვლა-მოსვლის" შუალედში იგი შესაძლოა ახალმა იდეალმა (ან იდეალად ჩათვლილმა ქალმა) გაიტაცოს. მაგრამ როცა თქვენთან დაბრუნდება, სინდისის ქენჯნა რეალურად შეაწუხებს. ზოგადად, "მთვარეულებს" გამძაფრებულად აქვთ განვითარებული "თვითგვემის" ნიჭი და დანაშაულის შეგრძნება, შესაბამისად, ისინი ყოველთვის გულწრფელად ნანობენ ჩადენილი შეცდომების გამო (მომდევნო შეცდომის დაშვებამდე). ამიტომ თუ ამ მამაკაცის გულის მოგება გინდათ, უნდა ისწავლოთ მის ემოციებს მწყობრად აუწყოთ ფეხი, რაც საჭირო დროს დუმილს, მოთმინებასა და გაგებას ნიშნავს. მერწმუნეთ, თქვენი ამგვარი "მოწამეობრივი საქციელი" სამომავლოდ მთვარეულის მხრიდან ჯეროვნად დაფასდება და მისი სახით მოსიყვარულე, თბილ და მზრუნველ პარტნიორს შეიძენთ.