აქტიურად ფიგურირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი „იუპიტერიანელი“ ყოფილა, ხოლო თუკი მის რუკაში მარსი სჭარბობს - მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს რომ თქვენი გული „მარსიანელს“ დაუპყრია. მოდით დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას..
მეფე მზე
„სისუსტე, ქალის მთავარი იარაღია“
თუკი თქვენი რჩეული მზის დომინანტური მდებარეობით გამოირჩევა - ლომი, ასც. ლომი, მზე და მთავარი პლანეტები მეხუთე სახლში, იგი არისტოკრატული მანერების მქონე ტიპია. მართალია ემიციებს კარგად აკონტროლებს, მაგრამ ამან არ მოგატყუოთ, გარეგნული სიმშვიდის მიღმა მხურვალე ტემპერამენტს მალავს. იგი ძალიან ამაყი და თავმოყვარეა, საიმისოდ რომ საზოგადოებაში თავი შეირცხვინოს. ამიტომ მრისხანების მომენტშიც ინარჩუნებს მეფურ იმიჯს და გრაციოზულობას. დომინანტური მზის მდებარეობის მამაკაცი დიდი სასიცოცხლო პოტენციალის პატრონია, თუმცა საკუთარ ძალას და შესაძლებლობებს, კონკრეტული მიზეზის გარეშე იშვიათად უწევს აფიშირებას. იგი ამბიციური, ლიდერული თვისებების მქონე ტიპაჟია, თუმცა გულუხვობის გამოჩენაც შეუძლია როცა ამას სიტუაცია მოითხოვს. მართალია ასეთ მამაკაცს გამყოლი გული არ აქვს და წყენის პატიებაც შეუძლია, მაგრამ თუ ქალი თავს უფლებას მისცემს მას იაფფასიანი სკანდელებით მოუწყოს შანტაჟი, იგი მისი სახით სახიფათო მტერს შეიძენს. მზის ტიპის მამაკაცი ვერ იტანს ჭორებს, მეწვრილმანეობას და ინტრიგებს. მას მოსწონს ნაზი, ქალური და სათუთი ქალბატონები, რომლის დაცვა და განებივრებაც მზის ტიპის მამაკაცს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. იგი არასოდეს ტოვებს გასჭირში მისთვის ძვირფას ადამიანებს, მით უმეტეს თუ მას ამის შესახებ სთხოვენ, იგი უარს არასოდეს ამბობს დახმარების ხელი გაუწოდოს შეჭირვებულს. თუმცა თუ თქვენ ძლიერი ხასიათის, პრინციპული ქალი ხართ, რომელიც ცხოვრების მეგზურად მისთვის „ფონის შემქმნელ“ უპრობლემო მამაკაცს ეძებს, იმედი უნდა გაგიცრუოთ - „მამაკაცი მზე“ საამისოდ ნამდვილად არ გამოგადგებათ! საიმისოდ რომ ამგვარ მამაკაცს მოაწონოთ თავი, საუკეთესო ვარიანტია იყოთ კონკია, რომელსაც მისი პრინცი აუცილებლად მონახავს.