TOP 3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ქალის

TOP 3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც  უსიტყვოდ ესმის ქალის

სირთულეებსა და ხუშტურებს უთქმელად გაიგებს და რაც მთავარია, ლოიალურად მოეკიდება მას. თუმცა, მამაკაცები მოგეხსენებათ მარსიანელები არიან, ქალები კი ვენერიანელები ამიტომ როგორც წესი, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ქალის ხასიათში ბოლომდე გარკვევა და იმის გათავისება, თუ რა სურთ რეალურად სუსტი სქესის წარმომადგენლებს...

მაგრამ ძვირფასო ქალბატონებო, ფარ-ხმალის დაყრა არ ღირს, იმიტომ რომ არსებობენ ე.წ. "ქალური ენერგეტიკის" მქონე პლანეტით მართული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც ქალური ფსიქოლოგიის უბადლო "ექსპერტებსაც" ვხვდებით ხშირად... წარმოგიდგენთ საუკეთესო სამეულს

კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველი მთვარე გახლავთ, მთვარე კი ქალური ენერგეტიკის მქონე უმთავრესი პლანეტაა. ამიტომ მამაკაც კირჩხიბში, რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის მოგეჩვენოთ იგი, საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ მარტივად აღმოაჩენთ გარკვეულ, "ფემინურ" შტრიხებს, რის საფუძველზეც მას ძალიან კარგად გამოსდის საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიის შესწავლა. იგი არასოდეს დარჩება გაკვირვებული ქალის ცრემლებითა და ემოციებით, იმიტომ რომ შინაგანად თავადაც არანაკლებ სენსიტიური და მოწყვლადია. კირჩხიბისთვის არც დედობის ტვირთი და სიმძიმეა გაუგებარი, ამიტომ მეუღლეს ორსულობის და ჩვილის აღზრდის პერიოდში ამ კაცზე უკეთ ვერც ერთი მამრი ვერ გაუგებს და დაუდგება გვერდით. უფრო მეტიც, მას შეუძლია პატარას დედაზე ბევრად უკეთაც კი მოუაროს. მამაკაც კირჩხიბს უყვარს სამზარეულო და ხშირად ეხერხება გემრიელი კერძების კეთება. ამიტომ ისეთი ქალისთვის, რომელსაც ამ უკანასკნელის ზედმეტად მზრუნველი ხასიათი და პერიოდული დეპრესიის შემოტევები არ გააღიზიანებს, კირჩხიბი ნამდვილი საჩუქარი იქნება.

სასწორი – თვალისმომჭრელი ღიმილი, კარგი გემოვნება, დახვეწილი მანერები და უნარი ყველას მოაწონოს თავი გარშემო, აი ის უმთავრესი "ბენეფიტი", რომლითაც სასწორი მამაკაცი გამოირჩევა. თუმცა, ქალების ფსიქოლოგიის ნიუანსებსში წვდომის უნარს, იგი ძირითადად მმართველ პლანეტას – ვენერას უნდა უმადლოდეს. თუ კირჩხიბი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ემოციური კუთხით უახლოვდება, სასწორს ისეთი წვრილმანი, მაგრამ ქალისთვის აუცილებელი სფეროები ესმის როგორიცაა: შოპინგი, ლამაზად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილება და სახელოვნებო სფეროების სიყვარული. მას შეუძლია თავადაც ოსტატურად შეურჩიოს საყვარელ ქალს შესაფერისი იმიჯი, თმის ვარცხნილობა, სამოსი და ა.შ. იგი რბილი, ლოიალური და არაკონფლიქტური კაცია, რომელსაც ურჩევნია ყოველთვის ქალს მიანდოს გადაწყვეტილების მიღება. არასოდეს იქცევა დიქტატორულად და იშვიათად უხეშობს საყვარელ ადამიანთან. ყოველთვის მოწესრიგებული, მოდური და ელეგანტურია. ამასთან ერთად, გააჩნია კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები და დიპლომატიური მიდგომის ნიჭი, რის ხარჯზეც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან ახერხებს თავის დაძვრენას.

თევზები – მისი მთავარი "კოზირი" კარგი ფსიქოლოგიური ხედვა, მოსმენის კულტურა და ემოციური მზრუნველობაა, რომელსაც იგი მაქსიმალურად ავლენს საყვარელი ქალის მისამართით. მამაკაცი თევზი, რბილი და ლოიალური პარტნიორია. იგი მზადაა ემოციური და მენტალური დასაყრდენი იყოს ქალისთვის, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როცა ეს უკანასკნელი ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს ეჯახება ან გარშემო მყოფებისგან უსამართლო დამოკიდებულებით გულნატკენია. თევზები გულდასმით მოგისმენთ, განუგეშებთ, დაგამშვიდებთ; შესაძლოა, თქვენთან ერთად რამოდენიმე კურცხალიც კი გადმოსცვივდეს, რაიმე სახის დრამატული ისტორიის მოსმენისას... მოგიდუღებთ ჩაის/ყავას... დაგაპურებთ და გაგათბობთ. თუმცა, თუკი მისგან სიმამაცეს ან "მტრებისთვის" ჯეროვანი პასუხის გაცემას მოითხოვს ქალი, მამაკაცი თევზი აუცილებლად იპოვნის გზას ამ ერთობ რთული მისიისგან თავის ოსტატურად დასაძვრენად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?