თუმცაღა პირად ურთიერთობაში ცვალებადობისკენ მიდრეკილება გარკვეული სახასიათო შტრიხი უფროა ვიდრე უვნებელი ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ ცხოვრებაზე. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებების მფლობელია. მათ შორის რაღაც თქმა უნდა ერთგულების და ზოგადად გრძელვადიანი, სერიოზული ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებაც შედის. როგორც აღმოჩნდა არსებობენ ქალები, რომელთა ფსიქოლოგიაშიც გარკვეულ ასაკამდე მაინც არ დევს მამაკაცთან ურთიერთობისას თავად ამ ურთიერთობის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების მოთხოვნილება ან მათ, უბრალოდ მალე ბეზრდებათ ერთი და იგივე, ამიტომ ისინი ცვლილებებს არამხოლოდ შოპინგთერაპიით ან ესთეტიკ-ცენტრებში თავის განებივრებით, არამედ ახალი პარტნიორის ძიებითაც ახორციელებენ და ეს სრულიადაც არ მიაჩნიათ დანაშაულად.. მოდით გავეცნოთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შეიყვანეს ასტროლოგებმა ყველაზე არასაიმედოთა კატეგორიაში
ტყუპები - ჰაერის სტიქიის ყველაზე თავქარიანი წარმომადგენელია. გაორებული ბუნების გამო, ძალიან ხშირად თავადვე უჭირს გაერკვეს რა უნდა საერთოდ ამ ცხოვრებაში. მით უმეტეს უჭირს იმის გარკვევა თუ ვის გვერდით უნდა ყოფნა და რატომ. ამასთან ერთად ცეცხლივით ეშინია ხანგრძლივი ურთიერთობების. მიზეზი ამისა არის ის, რომ ტყუპი უზომოდ ცნობისმოყვარე და ცვალებადი ნიშანია. მისთვის დეპრესიის ტოლფასია ინფორმაციული ვაკუუმი და ერთფეროვნება, შესაბამისად რუტინა რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე იდეალურ ქორწინებას და ზოგადად ოჯახურ ცხოვრებას აუცილებლად მოსდევს თან, ამ ქალს უბიძგებს ხსნა ახალ პარტნიორში ეძებოს. თუმცაღა იგი ჩადენილ „შეცდომებსაც“ იშვიათად ნანობს. ტყუპის ბუნება ზოგადად, არ არის მიდრეკილი ხანგრძლივი თვითგვემისა და სინანულისკენ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასევე იშვიათად ახასიათებთ პარტნიორის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, რაც კიდევ ერთი მიზეზია მათი არასტაბილურობისა.
ლომი
- მიზეზი ქალი ლომის არასტაბილურობისა აბსოლუტურად განსხვავდება, ტყუპების სიტუაციისგან. ლომი ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ცვალებადობისკენ იგი ნაკლებად გახლავთ მიდრეკილი, ამიტომ ტყუპი ქალებისგან განსხვავებით ლომები პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში ღალატობენ, თუკი ეს უკანასკნელი მათ მიმართ სითბოს და თაყვანისცემას ძველებურად უხვად აღარ (ან ვეღარ) გამოხატავს. ლომი ქალისთვის ცხოვრება მუდმივი დღესასწაული უნდა იყოს, ან რაღაც დოზით მაინც უნდა ფიქგურირებდეს ოჯახურ ერთფეროვნებაში სადღესასწაულო ელემენტები, საიმისოდ რომ მან თავი კვლავაც დედოფლად იგრძნოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მეუღლემ მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოც უნდა შექმნას საცხოვრებლად. აბა სად გინახავთ ქოხში მცხოვრები დედოფალი? ნუ დაგვავიწყდება, ლომი გულით იმართება აქედან გამომდინარე ურთიერთობას რომელშიც ორის კავშირი მარტოოდენ ოფიციალურ მოვალეობამდე და ყოველდღიურ რუტინამდეა დაყვანილი, ქალი ლომი ხანგრძლივი დროით ვერ აიტანს. შესაბამისად ფაქტი მისი არასტაბილურობის შესახებ ზუსტად იმ მიზეზს ეფუძნება, რომ მას მეორე ნახევრის მხრიდან სითბო და ყურადღება არ უნდა მოაკლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეცდება იპოვნოს სხვა, გაცილებით უფრო ღირსეული კავალერი.
მშვილდოსანი - მშვილდოსანი ისევე როგორც ტყუპი მუტაბელური სტიქიის წარმომადგენელ ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს შორისაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით ნაკლებსტაბილურ და ხანგრძლივი ურთიერთობის მიმართ „არამდგრად“ ტიპაჟებს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უცილობლად ყველა მშვილდოსანი მოღალატე და თავქარიანია, თუმცაღა დანარჩენ ნიშნებს შორის, ქალი მშვილდოსნები ყველაზე ხშირად გაურბიან ხანგრძლივ ურთიერთობებს და პასუხისმგებლობას, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას ყოველთვის მოაქვს თან. ქალი მშვილდოსნის კიდევ ერთი „ნაკლი“ თავისუფლების უზომო სიყვარული და საოჯახო საქმეების მიმართ სიძულვილია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს, იმ შემთხვევაში თუ მეუღლე მას „ტრადიციული დიასახლისის“როლის მორგებას აიძულებს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი სასწრაფოდ დააღწიოს თავი ბორკილებს სახელად „ოჯახი“.