TOP სამი ცნობილი ქართველი ქალი რომელიც საზოგადოებას აღიზიანებს

TOP სამი ცნობილი ქართველი ქალი  რომელიც საზოგადოებას აღიზიანებს

სკანდალურად პოპულარული პერსონების მიმართ რაღა თქმა უნდა, ცხარე კამათსა და დაპირისპირებაშიც არაერთგზის გადადის ხოლმე მკითხველებს შორის რისი ნათელი დასტურიც ambebi.ge, marao.ge, reitingi.ge-ს სტატიებზე თანდართულ კომენტარებში შეგვიძლია მოვიძიოთ. რა არის მკითხველის აგრესიის მიზეზი, ეს სხვა საქმეა და ამ თემაზე გაცილებით უფრო ვრცელი ანალიზია საჭირო, მაგრამ დღეს მინდა ბოლო პერიოდის სკანდალურად პოპულარული სამი ქალბატონის შესახებ ვისაუბრო და მოკლედ ავხსნა ის, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქციელი ზოდიაქოს ნიშანს რომელსაც ისინი განეკუთვნებიან.

თინა მახარაძე – თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, ზოდიაქოს ნიშნით მერწყულია. მის ხასიათში საზოგადოებას მერწყულისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა და რადიკალიზმი აღიზიანებს. მერწყული ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ნაკლებად აღელვებს სხვების აზრი. თუმცა, ოპოზიციური ნიშნის ლომის მსგავსად, მერწყულსაც მოსწონს ეპატაჟი, ოღონდ საამისოდ იგი ექსტრავაგანტურ საქციელს, ჩაცმის სტილსა და აზროვნებას იყენებს.

ნინა წკრიალაშვილი – ასევე მერწყულის ნიშნის წარმომადგენელი გახლავთ. მაგრამ მის ხასიათში საკმაოდ ბევრია კირჩხიბის ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებები. რის ხარჯზეც ამ ადამიანს შესაძლოა რეალურად საკმაოდ მოწყვლადი ფსიქიკა და ჩვილი გულიც ჰქონდეს. თუმცა, როგორც ჭეშმარიტ მერწყულს, მასაც მტრულად აღიქვამს საზოგადოება იმის გამო, რომ გარკვეულწილად უჩვეულო იმიჯითა და საქციელით გამოირჩევა.

მერსი სულხანიშვილი – სავარაუდოდ, თევზების ზოდიაქოს ნიშნის არატიპურ წარმომადგენელთან უნდა გვქონდეს საქმე. მერსი, როგორც ყველა თევზი ქალი, მოქნილი და დიპლომატიურია. ეს კი კარგად ეხმარება მას იმაში, რომ ხშირად ოსტატურად აარიდოს თავი კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ ადამიანმა კარგად იცის რა უნდა. შესაბამისად, ყოველთვის სწორად ირჩევს ე.წ. "სამიზნე აუდიტორიას" და წარმატებასაც ადვილად აღწევს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?