TOP სამი მამაკაცი რომელიც სექსუალური პრობლემებისკენ ყველაზე ხშირადაა მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

TOP სამი მამაკაცი რომელიც სექსუალური პრობლემებისკენ ყველაზე ხშირადაა მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"ეს ასტროლოგია ზოგადად, დიდი სისულელეა", მაგრამ დასკვნების ნაჩქარევად გამოტანას ნუ იჩქარებთ ჩემო კარგებო. ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ზოგადი სახის გახლავთ და, რაღა თქმა უნდა, მასში მოყვანილი მაჩვენებლები მარტოოდენ საერთო სურათს ასახავს, ჩვენ ნაკლებად ვეხებით ამა თუ იმ ინდივიდის მონაცემებს. შესაბამისად, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ თუკი სტატიაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანიც აღმოაჩინეთ. გჯეროდეთ, რომ ადამიანის ფიზიკურ-სულიერი განვითარების დონე, ყველა ვარიანტში მაინც ინდივიდუალურია.

მაშ ასე, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომელთაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გააჩნიათ გარკვეული რისკი იმისა, რომ სექსუალური პრობლემებისა და დარღვევების მსხვერპლი გახდნენ. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, ხოლო ის თუ კონკრეტულად რა ფაქტორებზეა საუბარი, ამას ჩამონათვალში გაეცნობით:

ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, იშვიათად გამოირჩევიან ჰიპერსექსუალურობით. ამიტომ მათი უმრავლესობა საკუთარ პოტეციალს ხშირად კარიერული სიმაღლეების დასაპყრობად უფრო იყენებს, ვიდრე ლამაზმანების გულის მოსანადირებლად. ამასთან ერთად, ქალწულს უნარი აქვს დანარჩენი მამაკაცებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო დიდხანს გაძლოს სექსის გარეშე თუ ბევრი საქმე აქვს ან სასურველი პარტნიორი ვერ იპოვნა. პრობლემაც სწორედ ამაშია, გადაღლა, სტრესი, მუდმივად დატვირთული სამუშაო რეჟიმი ხშირად იწვევს მათში იმპოტენციის საფრთხეს და ზოგადად სექსუალურ პრობლემებს. რასაც სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიური გართულებებიც ემატება თან.

თევზები – მისი პრობლემა ემოციები და ამ ემოციების ნიადაგზე ჩამოყალიბებული მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილების გაჩენის საფრთხეა. თევზი მამაკაცი ბუნებით ძალზე ფაქიზი, ემოციური და სენსიტიური ინდივიდია. შესაბამისად, მას ხშირად უჩნდება პრობლემა გამოხატვის კუთხით, ძირითადად იმის გამო, რომ როგორ წესი იგი სიყვარულის და მოწონების ობიექტად თითქმის ყოველთვის ძლიერი ხასიათის, ცოტა ხისტ და უტაქტო ქალბატონებს ირჩევს. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ამგვარ პარტნიორთან კავშირმა მას ათასგვარი სახის ფსიქოლოგიური კომპლექსი აჰკიდოს საკმარისზე დიდია. ამ ყველაფერს კი ჯაჭვურად მოსდევს სექსუალური პრობლემები და ბონუსად ზოგადად ჯანმრთელობის გაუარესება.

ლომი – ალბათ გიკვირთ, როგორ შეიძლება მოხვდეს ამგვარ სამეულში ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრი, რომელსაც ერთი შეხედვით საკუთარი თავის უზომო რწმენა და თავდაჯერებული იმიჯი გააჩნია. თუმცა, ეს მხოლოდ ფასადია ჩემო კარგებო, რომლის უკანაც საკმაოდ ლაბილური ფსიქიკა და სუსტი გული იმალება. ლომი უზომოდ ამაყი ინდივიდია, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის მარცხს იქნება ეს პროფესიულ თუ პირად ფრონტზე ლომები გადამეტებული ემოციებით ხვდებიან, მტკივნეულად რეაგირებენ მასზე. თუმცა ხშირად გარეგნულად შესაძლოა თქვენ ეს საერთოდ ვერ შეამჩნიოთ, იმიტომ რომ არც ერთ ლომს არ მისცემს სიამაყე იმის უფლებას, საზოგადოების თვალში თავი სასაცილოდ გაიხადოს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ხშირად ხდება ისე, რომ ლომი შეიძლება სექსუალური კუთხით პარტნიორის აბსოლუტურად უწყინარმა ხუმრობამ და კრიტიკულმა შენიშვნამ ხანგრძლივი ვადით დააკომპლექსოს. რის შემდეგაც მას ორი გზა რჩება – იქცეს ქრონიკულ მექალთანედ, რათა გარშემო მყოფებსა და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოს თავისი სიძლიერე, ან დაუმეგობრდეს ალკოჰოლს, რომელიც რეალურად შეიცავს სექსუალური დარღვევების წარმომშობ საფრთხეს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?