ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან საუკეთესო დედამთილები?

ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან საუკეთესო დედამთილები?

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წინასწარ ვიცით პოტენციური სადედამთილოს დაბადების თარიღი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საკმაოდ მარტივია იმის გამოცნობა როგორი "ამინდი" გხვდება მეუღლის სახლში სამომავლოდ...

წარმოგიდგენთ საუკეთესო დედამთილების სამეულს:

მშვილდოსანი – როგორც წესი ვერასოდეს აცნობიერებს რომ დედამთილია, უფრო მეტიც მას ზოგადად დედობის გააზრებაც უჭირს. შესაბამისად, შვილსს და რძალს როგორც თანატოლებს ისე ეკონტაქტება. დედამთილი მშვილდოსანი ნამდვილი განძია ისეთი რძლისთვის, ვინც საოჯახო საქმეების მიმართ ანტიპათიით გამოირჩევა. ამ ქალს ქაოსში ცხოვრება ეადვილება და შესაბამისად, არასოდეს მოგცემთ შენიშვნას დაულაგებელი სახლის გამო. მას თამამად შეგიძლიათ ანდოთ უკვე წამოზრდილი ბავშვები მხიარული პიკნიკების მოსაწყობად, მაგრამ ჩვილ ასაკში პატარასთან მისი დატოვება კატეგორიულად გეკრძალებათ – შესაძლოა ექსპერიმენტის სახით თქვენ შვილს ლუდი გაასინჯოს ან მაკიაჟი გაუკეთოს გასართობად.

Astrologia

მერწყული – არაორდინალური და საოცრად კომუნიკაბელური დედამთილია. თუკი მუდმივი ლაქლაქის ქრონიკულ მოთხოვნილებას არ ჩაუთვლით ნაკლად და მისი ექსცენტრიკული დაქალების ხშირ სტუმრობას მოთმინებით აიტანთ. დედამთილი მერწყული არასოდეს შეგიზღუდავთ თავისუფლებას, ყოველთვის დაგეხმარებათ საოჯახო საქმეებში და მაქსიმალურად დაიჭერს თქვენ მხარს, როცა ქმართან კამათი ან უთანხმოება გექნებათ. ამ ქალთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი; იგი ყოველმხრივ გათვითცნობიერებული და განათლებულია. შესაძლოა, კარტზეც მკითხაობდეს, ყავაშიც იხედებოდეს, მფრინავი თეფშებისაც სჯეროდეს და ასტროლოგიითაც იყოს გატაცებული. შესაბამისად, ამდენი და მრავალმხრივი ინტერესების პატრონს, დრო ნამდვილად არ დარჩება თქვენს ცხოვრებაში ჩასარევლად.

Astrologia
თხის რქა – მკაცრი, მაგრამ საოცრად მეგობრული და სამართლიანი დედამთილია. თუკი ურთიერთობის საწყის ეტაპზევე მოახერხეთ მისი გულის მოგება გაწონასწორებული ხასიათით, გულწრფელობითა და ოჯახის მიმართ პატივისცემით, იგი თავდადებულად გემსახურებათ წლების მანძილზე, თქვენ და თქვენს შვილებს. დედამთილი თხის რქა ძალიან წინდახედული და მშვიდია. უსამართლოდ არასოდეს გაწყენინებთ, მაგრამ თავადაც უნდა იცოდეთ ზღვარი მასთან ურთიერთობისას. დაანახვეთ, რომ პატივისცემით ეკიდებით ყველაფერს, რაც მას თქვენამდე შეუქმნია, ასე მის სიმპათიას ხანგრძლივი ვადით მოიპოვებთ და იგი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრე იქნება თქვენთვის ცხოვრებაში.

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?