მამაკაცები ჩამოუვარდებიან ცხარე პოლემიკაში. როგორც ასტროლოგები თვლიან, ზოდიაქოს ნიშანი დიდწილად განაპირობებს იმას, თუ როგორია გემოვნების დონე და სტილის აღქმა ამა თუ იმ მამრში. წარმოგიდგენთ საუკეთესო სამეულს:
ლომი – ლომის მმართველი მზეა. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ყველგან და ყველაფერში ბრწყინავს მათ შორის ჩაცმა-დახურვის საკითხშიც. ლომებს უყვართ ოქროს სამკაული და მდიდრული აქსესუარები. თუმცა, არასოდეს ზედმეტობენ ამ მხრივ. ისინი ყოველთვის გამოიყურებიან გლამურულად, მოწესრიგებულად და მდიდრულად.
სასწორი – მისი სტილი დენდისა და გლამურის ნაზავია. იგი საოცარი ოსტატობით უხამებს ასევე ერთმანეთს ფერებსა და ფაქტურებს. შესაბამისად, ყოველთვის შესაშური გემოვნებით აცვია და ამასთანავე არასოდეს გამოიყურება გამომწვევად ან ვულგარულად. შარფები, ეს მისი სისუსტეა და ყოველთვის ახერხება ამ აქსესუარის სწორად წარმოჩენას.
მორიელი – იგი სექსუალურია და ამას ვერც ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვერასოდეს უარყოფს. თუმცა მის სექსუალურობას ხაზს ყოველთვის უსვამს ე.წ. "ხულიგნური" და საოცრად მამაკაცური სტილი. დახეული ჯინსი, მუქი სათვალე, უხეში ტყავის ბათინკები... მაჩო – ამ სიტყვის სრული გაგებით!