ავტორი:

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ხანდაზმულობამდე ინარჩუნებს სექსუალურ ტემპერამენტს

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ხანდაზმულობამდე ინარჩუნებს სექსუალურ ტემპერამენტს

თუკი ქალების დიდი ნაწილი, ასაკის მატებასთან ერთად ძირითადად ნაადრევად გაჩენილი ნაოჭებისა და მოშვებული კანის გამო დარდობს, მამაკაცების უმეტესობას ალბათ ყველაზე მეტად ღიპის შემდეგ, სექსუალური ლიბიდოს დაქვეითების და იმპოტენციის შიში ტანჯავს, რაც სავსებით დასაშვები ფაქტია ხშირ შემთხვევაში სტრესისა და გადატანილი ცხოვრებისეული სირთულეების ფონზე - როგორც უკუშედეგი. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ისეთი ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც მმართველი პლანეტების ძალისა და ენერგიის წყალობით ხშირად ხანდაზმულ ასაკშიც კი, ბევრ ახალგაზრდა კონკურენტზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სექსუალური ცხოვრების ინტენსივობის კუთხით...

კურო - ერთი შეხედვით რბილი, დამთმობი, ჩუმი და ბუნჩულა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. რის ხარჯზეც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად ტყუვდებიან მისი სექსუალური პოტენციალის შეფასებისას. თუმცა, კურო არ განეკუთვნება იმ ტიპის მამრებს ვინმეს რამე უმტკიცოს, მით უმეტეს სიტყვებით. თუკი რეალურად გწადიათ ამ კაცის გამოცდა - გამოცადეთ იგი მოქმედებაში. მერწმუნეთ, მასზე უფრო სტაბილურ, ამტან და ტემპერამენტიან პარტნიორს იშვიათად ნახავთ. ამასთან ერთად, ის საოცრად ერთგული და მოსიყვარულეა ინტერესის ობიექტის მიმართ, თუ რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის საიმედოობაში კარგად დარწმუნდა.

მორიელი - მითი ზოდიაქოს ამ ნიშნის სუპერსექსუალურობაზე დიახაც რომ შეესაბამება სიმართლეს და ამის მიზეზი, მორიელის მმართველი ორი პლანეტა - მარსი და პლუტონია. მარსი მორიელს მოქნილობას, ფიზიკურ ძალას ანიჭებს, პლუტონი კი სექსუალურ მადას და დაუოკებელ ვნებიანობას. მორიელისთვის სექსი სასიცოცხლოდ აუცილებელი სუბსტანციაა, ამიტომ იგი მას პატარა ასაკიდანვე როგორც ერთ-ერთ, აუცილებელ პროფესიას ისე ეუფლება. ისინი ნაადრევად მწიფდებიან სექსუალურად, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლით იმაში, რომ ხანდაზმულ ასაკშიც შეინარჩუნონ საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა და მათი მოხიბლვის უნარი.

თხის რქა - ისევე როგორც ამ ნიშნის ქალი წარმომადგენლები, მამაკაცი თხის რქებიც კარგი კონიაკივით ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდებიან, როგორც ფიზიკურად ისე სექსუალური ტემპერამენტისა და გამოცდილების მხრივ. მაშინ როცა თანატოლები, თინეიჯერობის ასაკში ქალების დევნის აქტიურ ფაზაში არიან, მორიდებული თხის რქა სწავლობს ან კარიერას იკეთებს. სამაგიეროდ, უკვე მოწიფული, შესაბამისი ფინანსური ბეგრაუნდისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონეა, მათ შორის კარგად ერკვევა სექსში და თავის მოვლაც შესანიშნავად ეხერხება. შესაბამისად, თხის რქა, ხანდაზმულობაში ინაზღაურებს იმ "დანაკლისს", რაც მას ჭაბუკობაში არ გააჩნდა.

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია